0
NDI და IRI აცხადებენ მიღებას ევროპული დემოკრატიის ახალგაზრდულ ქსელში (EDYN). პროგრამა განკუთვნილია იმ ახალგაზრდა აქტივისტებისთვის, ვისაც სურთ ცვლილებები შეიტანონ ქვეყანაში მიმდინარე სამოქალაქო და პოლიტიკურ პროცესებში. ახალგაზრდული ქსელი აერთიანებს ცენტრალური და აღმოსავლური ევროპის ქვეყნებში მცხოვრებ ახალგაზრდებს და მათ აძლევს შესაძლებლობას, რომ აქტიურად ჩაერთონ და თავადაც გახდნენ დემოკრატიული ცვლილებების მონაწილეები. პროგრამა ხორციელდება USAID-ის მხარდაჭერით. ევროპული დემოკრატიის ახალგაზრდული ცენტრი ფუნქციონირებს ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის 11 ქვეყანაში: ალბანეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსი, ბოსნია და ჰერცოგოვინა, საქართველო, კოსოვო, მაკედონია, სერბეთი, მოლდოვა და უკრაინა. ევროპის ამ ქვეყნებში სწრაფი სოციალური და ეკონომიკური ცვლილებების ფონზე, დემოკრატია გამოწვევების წინაშე დგება. ამ პროექტის მიზანი კი ევროპელი ახალგაზრდების როლისა და ჩართულობის ზრდა და დემოკრატიული პროცესების განვითარება და შენარჩუნებაა. EDYN-ის წევრები: •აშენებენ პროფესიონალურ ურთიერთობებს ევროპის სხვა პოლიტიკურ და საჯარო ლიდერებთან, ლოკალურ, ნაციონალურ და ევროკავშირის დონეზე; •მონაწილეობენ რეგიონალურ ვორკშოპებში, ტრენინგებში და ევროპული პოლიტიკური პარტიების მიერ დაგეგმილ ღონისძიებებში; •ესწრებიან ყოველწლიურ კონფერენციებს. პროგრამაში მონაწილეობისთვის აუცილებელია: • კანდიდატი აკმაყოფილებდეს ასაკობრივ მოთხოვნას (18-32 წელი); •2020 წლის 15 თებერვლის ჩათვლით შეავსოს ელექტრონული აპლიკაცია; •გაგზავნოს CV აპლიკაციის ფორმაში მითითებულ ელექტრონულ მისამართზე. EDYN აპლიკაციის ფორმა იხილეთ ლინკზე: https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLScmXZ0DWF_cmQqXFu-oJYRoCXDHUgokibTyoe_rq-hYAMLU8w/viewform?fbclid=IwAR11T2GQickqPAFx6ctyEIYJMS9TEQn2iF_FdfhzlqNKy4qIpgHd_UnoJTc
#activism
#politics
#youth
#europe
#democracy
0