104 Views
Tbilisi Daily
Tbilisi · 7 months ago

ე.წ. გერმანული მოდელის ქართულ კონსტიტუციასთან შესაბამისობის შესახებ დასკვნა უკვე მზადაა. ეუთოს დოკუმენტს, რომელსაც მთელი ქართული პოლიტიკური სივრცე ელოდებოდა, საარჩევნო მოდელის ქართულ რეალობასთან შესაბამისობის საკითში ერთ-ერთი გადამწყვეტი როლი ჰქონდა. თუმცა, დღეს გაკეთებული განცხადებებით ირკვევა, რომ ოდირს ამის კომპეტენცია არ აქვს და მეტიც, არც არასდროს ჰქონდა. ამის მიუხედევად, ოდირის დასკვნაში დასმულ საკითხებს ქართული ოცნება და მათი ოპონენტები განსხვავებულად უყურებენ და ორივე მხარეს აღნიშნული საკუთარ გამარჯვებად მიაჩნია.

ოდირმა გუშინ 11 გვერდიანი რეკომენდაციების დოკუმენტი გამოაქვეყნა, რომელსაც საბოლოოდ უნდა დაესრულებინა გერმანული მოდელის ქართულ კონსტიტუციასთან მორგების ირგვლივ დაწყებული გაუგებრობა. თუმცა, მოხდა საპირისპირო. მან, არათუ დაამთავრა უკვე თვეების განმავლობაში მიმდინარე დაპირისპირება, არამედ კამათის ახალი საკითხი გამოიწვია. ამჯერად ხელისუფლება და მათი ოპონენტები ოდირის დასკვნაში განსხვავებულ გზავნილებს კითხულობენ. „ქართული ოცნების“ ლიდერები ერთხმად აცხადებენ, რომ დოკუმენტში გერმანული მოდელის კონსტიტუციურობაზე არაფერია ნახსენები. საპირისპიროს ამბობენ ოპოზიციაში. მათი თქმით მოდელის არაკონსტიტუციურობის შემთხვევაში ოდირი კანონპროექტს საერთოდ არ განიხილავდა.

და, თქვენ როგორ ფიქრობთ, არის თუ არა გერმანული არჩევნების მოდელის საჭიროება საქართველოში?

#ეუთო #ოდირი #საქართველო #პოზიცია #მთავრობა #ოპოზიცია #დაპირისპირება #news #politics
Tbilisi Daily
Tbilisi · 7 months ago
10
Write a comment