8 votes
0 comments
0 shares
Save
510 views
Headline
Tbilisi · 5 months ago

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, საჯარო სამართლის იურიდიული პირი (სსიპ) ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაქვემდებარებაში გადადის. აღნიშნულ ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

სააგენტო 2017 წლის 23 მარტს შეიქმნა და მისი ფუნქცია საქართველოს მთავრობასა და შპს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ შორის 2016 წლის 3 ოქტომბერს გაფორმებული ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის, ოპერირებისა და გადმოცემის (BOT) შესახებ საინვესტიციო ხელშეკრულების მონიტორინგი, ანუ ინვესტორის მიერ სახელმწიფოს წინაშე ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებების შესრულების ზედამხედველობა იყო.

„სააგენტო განიხილავდა და ათანხმებდა ინვესტორის სადამფუძნებლო სტრუქტურის ცვლილების საკითხებს, ინვესტორის კონტრაქტორების, ტერმინალის ოპერატორების, გამსესხებლების და მათთან დასადები ხელშეკრულებების პროექტებს, მონაწილეობდა მოლაპარაკებებში, სწავლობდა ინვესტორის მიერ წარმოდგენილი ანგარიშებისა და ვალდებულებების შესრულების დამადასტურებელ ინფორმაციას და სხვა.

საქართველოს მთავრობამ შპს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ გაფორმებული საინვესტიციო ხელშეკრულება, კონსორციუმის მიერ ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, 2020 წლის 9 იანვარს შეწყვიტა. შესაბამისად, დღის წესრიგში დადგა ანაკლიის პორტის პროექტისათვის ახალი ინტერესთა გამოხატვის წინადადების შემუშავების საკითხი.

იმისათვის, რომ სსიპ ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტომ დაიწყოს მუშაობა ანაკლიის პორტის პროექტის საინვესტიციო წინადადების შემუშავებაზე, მის ძირითად საქმიანობად, საინვესტიციო ხელშეკრულების მონიტორინგის ნაცვლად, განისაზღვრა ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების პროექტის განხორციელება და მასთან დაკავშირებული ღონისძიებების კოორდინაცია.

ახალი დებულების მიხედვით, სააგენტო იმუშავებს ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების პროექტის ინტერესთა გამოხატვის პირობების შემუშავებასა და გამოცხადებაზე, პოტენციურ ინვესტორთა მოსაზიდად საჭირო კვლევების განახლებასა თუ ჩატარებაზე, პროექტის შესახებ ინფორმაციის გავრცელებაზე, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან კოორდინაციასა და კანდიდატთა შერჩევაზე.

ახალი ფუნქციის სათანადოდ შესრულების მიზნით, სახელმწიფო კონტროლს ანაკლიის განვითარების სააგენტოს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო გაუწევს, რომელიც საინვესტიციო წინადადებების შემუშავების, ინვესტიციების მოზიდვისა და დაინტერესების მიმართულებით ყველაზე მაღალი კომპეტენციისა და გამოცდილების მქონე უწყებაა“, - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

P.s. სტატია ჩვენ არ გვეკუთვნის. სტატია გამოქვყნებულია bpn.ge-ს მიერ

#news #business
Headline
Tbilisi · 5 months ago
Similar Posts
საბრალდებო დასკვნა
Tbilisi · 1 week ago
ედუარდ შევარდნაძე - პოლიტიკური მიმოხილვა
1991-92 წლების დეკემბერ-იანვარში, პრეზიდენტ ზვიად გამსახურდი
ედუარდ შევარდნაძე - პოლიტიკური მიმოხილვა
1991-92 წლების დეკემბერ-იანვარში, პრეზიდენტ ზვიად გამსახურდი
Tbilisi Daily
Tbilisi · 1 month ago
ეკატერინე ტიკარაძე დღეს პარლამენტში არ მივა
ეკატერინე ტიკარაძე, რომელსაც დღეს პარლამენტში ელოდებოდნენ -
ეკატერინე ტიკარაძე  დღეს პარლამენტში არ მივა
ეკატერინე ტიკარაძე, რომელსაც დღეს პარლამენტში ელოდებოდნენ -
Pirveliradio Ge
Tbilisi · 1 month ago
მთავრობა ფოთის ახალი ტერმინალის საკითხზე 1.2 მილიონად იურისტებს დაიქირავებს
სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებულ სისტემაში დარეგისტრირდა
მთავრობა ფოთის ახალი ტერმინალის საკითხზე 1.2 მილიონად იურისტებს დაიქირავებს
სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებულ სისტემაში დარეგისტრირდა
Sokhumi Daily
Tbilisi · 3 days ago
აფხაზეთის "თვითგანადგურების" პოლიტიკა - რა როლი აქვს რუსეთს ?
საბჭოთა სოციალისტური სისტემის გენეზისი და აფხაზეთში სოციალიზ
აფხაზეთის "თვითგანადგურების" პოლიტიკა - რა როლი აქვს რუსეთს ?
საბჭოთა სოციალისტური სისტემის გენეზისი და აფხაზეთში სოციალიზ
Sokhumi Daily
Sokhumi · 2 weeks ago
ტამიშის დესანტი - წარმატებული ოპერაციით კატასტროფასთან მიახლოვება.
თავი I 1993 წლის 16 მარტს ქართულმა მხარემ წარმატებით მოიგერი
ტამიშის დესანტი - წარმატებული ოპერაციით კატასტროფასთან მიახლოვება.
თავი I 1993 წლის 16 მარტს ქართულმა მხარემ წარმატებით მოიგერი
Tbilisi Daily
Tbilisi · 3 weeks ago
კურტ ვოლკერი - ხალხი 20 ივნისს ვერ დაივიწყებს
იმის ფონზე, რომ 2019 წლის 20 ივნისის შემდეგ 1 წელი გავიდა, ს
კურტ ვოლკერი - ხალხი 20 ივნისს ვერ დაივიწყებს
იმის ფონზე, რომ 2019 წლის 20 ივნისის შემდეგ 1 წელი გავიდა, ს
Headline
Tbilisi · 5 months ago
„ასე ნაჩქარევი აკრძალვით, ახლა ბაზარი ისევ აირევა, იქნება ამ
„ასე ნაჩქარევი აკრძალვით, ახლა ბაზარი ისევ აირევა, იქნება ამ
Sokhumi Daily
Sokhumi · 2 weeks ago
აფხაზეთის ტრაგედია
აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში სიტუაცია ჯერ კიდევ 1980 წლ
აფხაზეთის ტრაგედია
აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში სიტუაცია ჯერ კიდევ 1980 წლ
Tbilisi Daily
Tbilisi · 3 weeks ago
რა პირობით გააგრძელებს "ფრონტერა" საქმიანობას საქართველოში
მზად ვართ, ვეცადოთ, გამოვნახოთ იმგვარი კომპრომისი, რომ შესაძ
რა პირობით გააგრძელებს "ფრონტერა" საქმიანობას საქართველოში
მზად ვართ, ვეცადოთ, გამოვნახოთ იმგვარი კომპრომისი, რომ შესაძ
Pirveliradio Ge
Tbilisi · 1 month ago
IDFI-ი მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს არ დაუშვას კანონპროექტის დაჩქარებული წესით მიღება
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) აცხად
IDFI-ი მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს არ დაუშვას კანონპროექტის დაჩქარებული წესით მიღება
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) აცხად