3 გზა მოტივაციის ასამაღლებლად.დილის მოტივაცია.

0

ივარჯიშეთ და შეიყვარეთ ადრენალინი.

ვარჯიში და ვარჯიშის პერიოდში გამოყოფილი ადრენალინი თქვენს სხეულს იმავე დოზით ეხმარება, როგორც ფსიქოლოგიას. ვარჯიშს ძალიან ბევრი დადებითი მხარე აქვს, თუმცა, თუკი მენტალურ სიკეთეებზე ვორიენტირდებით, აღმოვაჩენთ, რომ ის გვმატებს თვითრწმენას, გვაჩვენებს, თუ რა შეგვიძლია, ააქტიურებს და აძლიერებს ჩვენს კუნთებს და გვაფიქრებს იმაზე, რომ მიუხედავად სახლიდან მუშაობისა, ჩვენ კვლავაც ენერგიული ადამიანები ვართ და რეალურად არც არაფერი შეცვლილა. ვარჯიშს გვახარჯინებს ენერგიას, რის დროსაც გამოთავისუფლდება ცუდი ხასიათი და სტრესი. რაც მეტს ვვარჯიშობთ, მით მეტად გვჯერა საკუთარი თავის და მოტივაციაც გვემატება. ერთ საქმიანობაში მოტივაციის ამაღლება კი პირდაპირ ვრცელდება სხვა საქმიანობაზეც. ამიტომაც, კარგი იქნება, თუ სახლში ყოფნის პერიოდში ივარჯიშებთ, თანაც ამისთვის ხომ მეტი დროც გაქვთ..

დაუთმეთ 10-12წუთი მედიტაციას.

მედიტაცია ხელს უწყობს კრეატიულობასა და ინოვაციაზე ორიენტირებულობის ზრდას. ის ამაღლებს მოთმინების უნარს, ამსუბუქებს სტრესს, არეგულირებს ემოციებს და ჩვენი განწყობა უფრო პოზიტიურ პერსპექტივაში გადააქვს. 10 – 12 წუთი მედიტირებაც კი ძალიან კარგ შედეგს იძლევა. სულ უბრალოდ თვალების დახუჭვა ამ პერიოდში და გონების გათიშვა ჩვენს ფსიქიკურ მდგომარეობაზე პოზიტიურ ახდენს. უფრო კარგი ეფექტისთვის, გაეცანით მედიტირების სხვადასხვა ტიპს და სცადეთ რამდენიმე – შემდეგ კი უკეთ დაასკვნით, რომელი ხერხი გირჩევნიათ. მედიტაცია, რასაკვირველია, ბოლომდე ვერ გააქრობს თქვენს სტრესს, თუმცა, მის მართვაში აუცილებლად დაგეხმარებათ.

გაიფართივეთ გონებრივი არეალი.

ახლა ზუსტად ის დროა, გაიფართოვოთ თქვენი ინტერესთა სფეროები და ინსპირაცია სხვა, ახალ ადგილებში ეძებოთ. სახლიდან მუშაობა, ძირითად შემთხვევებში, მეტ თავისუფალ დროს გიტოვებთ. ეს დრო კი აუცილებლად სწორად უნდა გამოიყენოთ. ცადეთ რაიმე ახალი, რაც აქამდე არ გიცდიათ, ნუ იქნებით ისევ იმ საქმიანობის ჩარჩოში, რომელშიც აქამდე იყავით. თუკი არასდროს გიტრიალიათ სამზარეულოში ან თუკი არასდროს დაგიხატავთ, არ გიცდიათ, ქსოვა, ქარგვა, ახლა სწორედ ეს დროა. დაანახეთ საკუთარ თავს, რომ ყოველდღიური რუტინის გარდა, რაღაც სხვაც შეგიძლიათ და გამოგდით და თუ არ გამოგდით, ამასაც მხიარულად შეხედეთ. თქვენი ფიქრები სხვა საკითხებისკენ მიმართეთ და ეცადეთ, გაამრავალფეროვნოთ ისინი – გონება ჩვენი ის ნაწილია, რომელსაც ყოველდღიურად სჭირდება წყლის დასხმა. #პოზიტივი #მოტივაცია #დილისმოტივაცია
#ახალიამბები
#ჯანსაღიცხოვრება
0