0
თავისუფალი უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას სერთიფიცირებული ფინანსური მენეჯერის პროფესიულ პროგრამაზე CFM (Certified Financial Manager). პროგრამა განკუთვნილია, როგორც სფეროში მომუშავეთათვის ასევე ფინანსების მართვის სფეროში კვალიფიკაციის მიღების მსურველთათვის და მოიცავს ფინანსური საქმიანობის ყველა ასპექტს. CFM-ის მიზანია ამ სფეროში შესაბამისი ცოდნის და კარიერული წარმატებისთვის საჭირო ძლიერი ბაზისის შექმნა. გარდა 7 ძირითადი საგნისა (ფინანსური აღრიცხვა და ანგარიშგება, ხარჯთაღრიცხვა, ბიუჯეტირება, ფინანსური ანალიზი, ფინანსების მართვა, გადასახადები, ფინანსური მოდელირება ექსელის გამოყენებით) პროგრამა მოიცავს შესავალ მოდულსაც, რომლის გავლაც შეუძლიათ დამწყებებს, ვისაც გამოცდილება არ აქვთ ფინანსების სფეროში. პროგრამის დასრულების შემდეგ კურსმათავრებულები მიიღებენ Certified Financial Manager-ის სერთიფიკატს თავისუფალი უნივერსიტეტისგან. თუმცა, სერთიფიკატის მისაღებად აუცილებელია: •კურსის ყველა საგანში დადებითი შეფასების მიღება; •შემაჯამებელი პროექტის მომზადება პროგრამაზე დარეგისტრირების მსურველებმა უნდა შეავსონ ონლაინ ფორმა. პროგრამის საფასურის, ხანგრძლივობის და სპეციფიკის შესახებ დამატებითი ინფორმაცია და სარეგისტრაციო ფორმა შეგიძლიათ იხილოთ მიბმულ ლინკზე.
#freeuni
#finances
#students
#education
0