0
ათიოდე დღის წინ youtube-ზე ახალი ქართული ბენდის The Generations პირველი სიმღერა დაიდო. ამ ეტაპზე ბენდის შესახებ მხოლოდ იმის თქმა შეგვიძლია, რომ თბილისში ჩამოყალიბდა და ექვსი წევრისგან შედგება. სადებიუტო სინგლს, რომელიც საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი 27 იანვარს გახდა, The Winds Of September (1st Tale) ჰქვია და როგორც ბენდის წევრები იუწყებიან მათი ამგვარი ისტორიებით სავსე მომავალი ალბომიდან პირველი tale არის. 2020 წლის იანვარში ასევე გამოქვეყნდა ალბომის პროლოგი, რომელსაც Tale Zero ეწოდა. ათი ისტორიის გამაერთიანებელ ალბომს კი სავარაუდოდ, 2020 წლის ბოლომდე უნდა ველოდოთ. იმედია, მალე მეტი გვეცოდინება ბენდის წევრებისა და მათი მომავალი გეგმების შესახებ და სხვადასხვა ივენთსაც ვიხილავთ მათი მონაწილეობით. წარმატებები The Generations-ს!! ბენდის პირველი სიმღერის ლინკი: https://www.youtube.com/watch?v=1NXn6hYvjlw
#music
#tbilisi
#georgianbands
0