,,სოციალურად დაუცველები კოვიდ 19-ის პანდემიის დროს დახმარების გარეშე დატოვეს"

0
"ლეიბორისტულმა პარტიამ" ქუთაისის მერიის წინ პერფორმანსი გამართა და ის წერილები გამოფინა, რომლითაც მერიამ მოქალაქეებს პანდემიის დროს დახმარებაზე უარი უთხრა. პარტიის ქუთაისის ორგანიზაციის წარმომადგენლის, სამსონ გუგავას თქმით, პანდემიის პერიოდში, მაისის თვიდან მოყოლებული დახმარების გარეშე 2 000-მდე სოციალურად დაუცველი დარჩა. გუგავას განცხადებით, ხელისუფლებამ ადამიანები შიმშილისთვის გაიმეტა. "ეს არის ის წერილები, რომლითაც სოციალურად დაუცველები კოვიდ 19-ის პანდემიის დროს დახმარების გარეშე დატოვეს. სპეციალურად გაიმეტეს ადამიანები სასიკვდილოდ. ერთ შემთხვევაში განსაცდელში ადამიანის მიტოვება არის სისხლის სამართლის დანაშაული, ხოლო მეორე შემთხვევაში ეს არის უზნეო დამოკიდებულება, როდესაც მილიონებს ხარჯავენ მივლინებებში, პრემიებსა და დანამატებში. ადამიანებს კი 100 ლარითაც არ დაეხმარნენ, რაც მათ გადარჩენის საშუალებას მისცემდა. არჩევნების შემდეგ ხელისუფლება აუცილებლად უნდა წავიდეს, "-განაცხადა სამსონ გუგავამ. ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. აპლიკაციის გადმოსაწერად დააჭირეთ ამ ბმულს: download.feedc.com
#სიახლე
#სოცდაუცველები
#ფული
#kutaisidaily
#ახალიამბები
0