სამწუხაროდ, ბოლო წლებში პედოფილების თემა აქტუალური და მწვავე გახდა. ტრაგიკული შემთხვევების რიცხვიც მომრავლდა და სიტყვა პედოფილი აღარ არის უცხო არავისთვის. პედოფილია ფსიქოლოგიური დარღვევაა, რომელიც ბავშვებთან სექსუალური ლტოლვით აისახება.
არ აქვს ბავშვის ასაკს მნიშვნელობა, არც სქესს, არც მომწიფების დონეს, მათთვის მთავარი სტიმული ბავშვის ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელი სხეულია. მისი ერთ-ერთი განსაკუთრებული ფორმაა: მამაკაცის ლტოლვა მოზარდ ან ბავშ ბიჭებზე,
მხოლოდ ბიჭებზე არანაირი გამონაკლისით. მეორე მხარეს კი პირიქით, მხოლოდ გოგოებისადმი აქვს მიდრეკილება, ამას ნინფოფილიას უწოდებენ.
ბოლო წლების მანძილზე ძალიან გაიზარდა პედოფილიის მსხვერპლთა სია, საქართველოში მშობლები ასწავლიან შვილებს რომ უცხო ადამიანი კარგი დამოკიდებულებით უკვე საშიშია, ეს პანიკის ნიშანია რაც გამართლებულია. სიფრთხილე აუცილებელია როცა მსგავს ადამიანთან შეიძლება ქონდეს შენ შვილს კონტაქტი. ფაქტებს ხშირად წინ უძღვის პედოფილის დადებითი ქცევები ბავშვისადმი მაგ: ერთ-ერთ ტრაგიკულ ფაქტამდე პედოფილს ბავშვი მაღაზიაში შეყავს და ყიდულობს ბავშვისთვის სასურველ პროდუქტს მოიპოვევს მის ნდობას პოზიტივს და ...
პედოფილი ხშირად მუშაობს დაბალ ანაზღაურებად სამსახურში, ან საერთოდაც უმუშევარია, მაგრამ გამონაკლისი რათქმაუნდა არსებობს. უმეტესად 25წელს გადაცილებულია, არ ყავს ბევრი მეგობარი და არც მეორე ნახევარი, ამ ყველაფერს ფსიქოლოგები ადგენენ რადგან ამ პორტრეტმა შეიძლება უამრავი ბავშვი გადაარჩინოს.
ყოველთვის ცდილობენ რომ ბავშვებთან რაც შეიძლება ახლო ურთიერთობაში შევიდნენ, ყიდულობენ ყველაფერს რაც ბავშვს უნდა, ასეირნებენ მანქანით, ეთამაშებიან და ა.შ. პედოფილებს უყვართ "საბავშვო" გასართობები, საუბრის დროს იყენებენ ისეთ სიტყვებს, როგორიცაა: "უმანკო", "სუფთა", "ანგელოზი"... მისი ჰობი გარანტირებულად დააინტერესებს ბავშვს. ეს შეიძლება იყოს ძვირფასი სათამაშოები, ეგზოტიკური ცხოველები, თვითმფრინავებისა და ავტომობილების კოლექციები. უამრავ ქვეყანაში სასულიერი პირებსაც კი უჩივიან და ადანაშაულებენ პედოფილიაში.
უმრავლესობა თვლის, რომ არაფერ ცუდს არ ჩადის, უბრალოდ ეხმარება ბავშვს იმის გაგებაში, რასაც სხვისგან ვერ გაიგებს. თითქმის ყველა პედოფილს აქვს პორნოგრაფიების კოლექცია, რომელიც ძალიან ძვირფას "მონაპოვარს" წარმოადგენს მათთვის. მშობლებს ფსიქოლოგები აწვდიან პროფილს, რომლის დახმარებითაც პედოფილის ამოცნობა გამარტივდება.
არ დავიწყებ იმის ახსნას რამდენად დიდ ცოდვად ითვლება. უკვე ცხადია როცა წარმოიდგენ 25-30 წელს გადაცილებულ ადამიანს 10-12წლის ბავშვის გვერდით. ბევრ ქვეყანაში სასჯელად სამუდამო პატიმრობა აქვთ,
ბევრშიც კი შეწყალების შედეგად რამდენიმე წელში ტოვებენ საპატიმროებს.
Feedc
#
გააჟღერე
#
siykura