0
საპროკურორო საბჭო დღეს მთავარი პროკურორის შერჩევასთან დაკავშირებით კენჭისყრას დაასრულებს საპროკურორო საბჭოში მთავარი პროკურორის კანდიდატების შერჩევის პროცესი დღეს დასრულდება. ოთხი დარჩენილი კანდიდატიდან საპროკურო საბჭო ერთს შეარჩევს, რომლის დანიშვნის საკითხს პარლამენტი გადაწყვეტს. მთავარი პროკურორის თანამდებობაზე დარიკო თორდია, ვალერიან ვაჭარაძე, სოფიკო შენგელია და ყოფილი გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე იბრძვიან. კენჭისყრა დღეს 14 საათზე გაიმართება. კენჭისყრის პროცესის ნახვა საპროკურორო საბჭოს ფეისბუქ გვერდზე იქნება შესაძლებელი.
#საპროკუროროსაბჭო
#პროკურორი
#მთავარიპროკურორი
#არჩევნები
#news
0