0
სიყვარული, სამეფო ოჯახის პროტოკოლის წინააღმდეგ... ბრიტანეთის სამეფო ოჯახი, ყოველთვის ექცეოდა საზოგადოებისა ყურადღების ცენტრში. განსაკუთრებით მაშინ, თუ ვიღაც სამეფო პროტოკოლს არღვევს. ბოლო რამოდენიმე დეკადის განმავლობაში გრძნობების ძლიერი ვნებათაღელვა და სიყვარულის ისტორიები, ამ ოჯახს მუდმივად თან დასდევს. პრინცესა დაიანა და პრინცი ჩარლზი, ჰერცოგინია მეგან და ჰერცოგი ჰარის პირისპირ. მათი ისტორიები რამდენადაც მსგავსი, იმდენად განსხვავებულია... პრინცესა დაიანა, მეგან მარკლისგან განსხვავებით ოჯახისთვის სასურველი სარძლო იყო. ის თვით ელისაბედ მეორისა და მისი მეუღლის რჩეული გახლდათ. პრინც ჩარლზს, ცოლად ყველა წესის დაცვით შერთეს. თუმცა, წყვილმა მყარი ოჯახი ვერ შექმნა. დაიანა ხშირად გამოდიაოდა ქმრისა და სამეფო ოჯახის წინააღმდეგ. მეგან მარკლის ისტორია განსხვავებულია. ის სამეფო ოჯახისთვის მიუღებელი, მაგრამ პრინცის რჩეული გახლავთ. მას, ჰარიმდე ჰყავდა მეუღლე და დედამისი სხვა რასის წარმომადგენელია, რაც სამეფო ოჯახის პროტოკოლს ეწინააღმდეგება. მათ შორის ბევრი საერთო დეტალიც იკვეთება. მეგან მარკლი, პრინცესა დაიანას მსგავსად გამოირჩევა გარეგნობით, იმიჯით, ქველმოქმედებით. ხშირად, სამეფო ოჯახის წესებსაც არღვევს. აღსანიშნავია, რომ როგორც პრინცესა დაიანა, ასევე მეგანიც საზოგადოების დიდი სიყვარულით გამოირჩევიან. ჩარლზი, 13 წლით უმცროს დაიანაზე უსიყვარულოდ დაქორწინდა. მას სხვა ქალი, კამილა უყვარდა. და რადგან ის გათხოვილი იყო, პროტოკოლის მიხედვით მასთან ქორწინების უფლება არ გააჩნდა. საბოლოოდ, პრინცისა და პრინცესას 14 წლიანი კავშირი განქორწინებით დასრულდა. 9 წლის შემდეგ კი ჩარლზმა კამილა მაინც შეირთო. მიუხედავად ტრადიციისა, პრინცს, არ სურს მემკვიდრეობით „ბრიტანეთის თანამეგობრობის მეთაურის“ ტიტულის მიღება. რაც შეეხება ჰარის. შვილმა, მამის ბედი არ გაიზიარა. მან თავიდანვე უარი თქვა სამეფო ოჯახის წესების დაცვაზე და ცოლად ის ქალი შეირთო, რომელიც ნამდვილად უყვარდა. მას მისი მეუღლის მიმართ დღემდე საოცრად თბილი დამოკიდებულება აქვს. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მან და მეგანმა უარი განაცხადეს სამეფო ოჯახის წევრობასა და პრივილეგიებით სარგებლობაზე. ამ წყვილების სიყვარულის ისტორია განსხვავდება, მაგრამ საერთო დეტალებიც იკვეთება. სიყვარული, კი ის ძალა აღმოჩნდა, რომელსაც სამეფო ოჯახის პროტოკოლიც ვერ აღუდგა წინ.
#სამეფოოჯახი
#დიდიბრიტანეთი
#პრინცესადაიანა
#პრინციჩარლზი
#მეგანმარკლი
#ჰერცოგინიამეგან
#პრინციჰარი
#opinion
0