0
Hollywood საქართველოთი უფრო და უფრო მეტად ინტერესდება! სააგენტოს , , აწარმოე საქართველოში” დირექტორი, მიხეილ ხიდურელი ადასტურებს, რომ Hollywood-ის პროდიუსერებთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს რამდენიმე სრულმეტრაჟიანი ფილმისა და სერიალის საქართველოში გადაღებასთან დაკავშირებით. ხიდურელის თქმით, Hollywood-ის მხრიდან ინტერესი ძალიან მაღალია. კონკრეტულად რომელ ფილმებსა და სერიალებზეა საუბარი, ამას სააგენტოს დირექტორის თქმით სულ მალე გავიგებთ. შეგახსენებთ, რომ პროგრამას „გადაიღე საქართველოში“ ” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო” და სააგენტო „აწარმოე საქართველოში“, ეროვნულ კინოცენტრთან ერთად ახორცილებენ. აღსანიშნავია, რომ გასულ წელს კინო-კომპანია , , უნივერსალმა” , , ფორსაჟი 9”–ის ეპიზოდები სწორედ თბილისში გადაიღო. გარდა ამისა, პროგრამის ფარგლებში უკვე განხორციელდა 31 უცხოური პროექტი.
#Hollywood
#საქართველო
#აწარმოესაქართველოში
#tbilisidaily
#news
#business
0