სარკმელი ჩემი ბავშობიდან

0
ეს ხედია ჩემი ოთახოს სარკმლოდან.ადრე , ჩემს ბავშვობაში აქ დიდი ტყემლის ხე იდგა და მისი ნაყოფის მოკრეფა აქედანვე იყო შესაძელებელი.ხე აღარ გახლავთ , გახმა და თან გაიყოლა პატარა შინდიც. მამამ ტყემლის ხის გადაეჩენა სცადა, მაგრამ ამაოდ.რამდენჯერმე გადაჭრეს, გაახლეს, მაგრავ ბოლოს ხე მაინც გახმა და შარშან თავისით წაქცეულა , დასცემია შინდს.😶 ტყემალმა ვერა, მაგრამ შინდმა ისევ ამოიყარა, ჯერ ძალიან პატარაა , მაგრამ იმედს ვიტოვებ, ოდესმე, ეს შინდი გახდება იმხელა, იმხელა, რომ ისევ იქნება შესაძლებელი მისი დაკრება ამ სარკმლიდან . ამ ხედს, სახელი დავარქვი.
#ბავშობისხედი
დედას ზეცაში გადასახლების შემდეგ მხოლოდ ეს ხედი მაგრძნობინებს თავს ისევ ბავშვად, მას ნამდვილად შეუძლია რამდენიმე წამით დამაბრუნოს იქ, სადაც საოცარი კომფორტო იყო, რადგან იქ იყო დედა 💗
0