0
ოცნებების სერია კრახით დასრულდა...? სექტემბრის შუა რიცხვებია. ჩემთვის ყველაზე საყვარელი წელიწადის დრო, შემოდგომა ბატონობს. მზიანი ამინდია. სწორედ ისეთი, მე რომ მიყვარს. მზე ანათებს, მაგრამ არც ცხელა, არც ცივა. თბილისის ქუჩებში მივსეირნობ. სასიამოვნო სიო უბერავს და თმებს მიფრიალებს. ჩემთვის, ფიქრებში გართული მივსეირნობ და თან გზაზე დაყრილ სხვადასხვა ფერის გამხმარ ფოთლებს ხრაშუნით ვაბიჯებ ფეხებს. ისეთი ამინდია, აი, სიყვარულს რომ მოგანდომებს... ზოგადად ძალიან მეოცნებე ვარ.ოცნება ჩემი სტიქიაა. ვოცნებობ ბევრს, ძალიან ბევრს. მეორე ნახევარი არ მყავს.. არც მყოლია. მეც, როგორც ყველა ელოდება რომ ოდესმე დადგება ეს დღე და გამოჩნდება ის ერთი, მთელს გულს და გონებას რომ დაიპყრობს და გაიძულებს მასზე გაფიქრებინოს გინდა თუ არ გინდა. ხოდა, იმას ვამბობდი რომ, მივაბიჯებ ჩემთვის ხრაშუნით და თან ვფიქრობ ყველაფერზე და ამავდროულად კონკრეტულზე არაფერზე. გვერდით შეყვარებულმა წყვილმა ჩამიარა.ხელგადახვეულები მიდიოდნენ და ბიჭი დროდადრო გოგოს ლოყაზე კოცნიდა. გოგო კი მორცხვად თავს ხრიდა და იღიმოდა.მათ დანახვაზე გამეღიმა -ნეტავ როგორი გრძნობაა როცა შეყვარებული ხარ?-გავიფიქრე ჩემთვის და გზა განვაგრძე. არ დავმალავ და ბევრჯერ მიოცნებია, აი მაგალითად ისე შევხვდროდი ჩემს მეორე ნახევარს როგორც ფილმებში ხდება:შემთხვევით რომ დაეჯახები, მერე უბრალოდ ბოდიშს მოუხდი, გზას განაგრძობ და სხვა დროს ბედი მას ისევ შეგახვედრებს.. ან თუნდაც სადღაც მირბიხარ, ძალიან გეჩქარება და სწრაფ სირბილში ფეხი გიბრუნდება და ეცემი.ვიღაც ჯენტლმენი კი მოდის შენთან და დახმარების ხელს გიწოდებს და ფეხზე გაყენებს. შენ კი ამ დროს მისი ძალიან გრცხვენია, რადგან ასეთი უნიათო ხარ, მაგრამ ამავდროულად ძალიან გსიამოვნებს მისი დახმარება...საბოლოოდ ბედი ისევ სადღაც გახვედრებს ამ ადამიანს... ან კიდევ ვიღაც შემთხვევით მანქანას რომ დაგაჯახებს. ის კი შეშინებული გამორბის მანქანიდან შენი ამბის გასაგებად. შენ ისეთი არაფერი გჭირს, მხოლოდ ფეხი გაქვს ოდნავ ნატკენი, მაგრამ მამაკაცი წამოგაყენებს და გეუბნება რომ საავადმყოფოში უნდა წაგიყვანოს, შენ უარზე ხარ, მაგრამ მამაკაცი დაჟინებული გთხოვს წაყვანას, მერე კი ხელს გკიდებს, მანქანაში ძალით გსვამს და საავადმყოფოში მიყავხარ.მერე სახლამდე წაყვანას გთავაზობს.შენ თავიდან უარობ, მაგრამ საბოლოოდ ბევრი თავის დაფასების მერე თანხმდები სახლამდე გაყვანას.სანამ სახლამდე მიხვალთ ერთმანეთს უფრო ახლოდან ეცნობით.შენ ძალიან მოგწონს და გსიამოვნებს ამ ადამიანთნ საუბარი და სიახლოვე და გინდა რომ სახლამდე დარჩენილი გზა უსასრულოდ გაიწელოს.ნატრობ, ნეტავ ნომერს გამომართმევდესო და აი, ნატვრაც გისრულდება და როგორც კი შენს სადარბაზოსთან ჩერდება მისი მანქანა, ის შენს ნომერს გთხოვს.შენ ისევ თავის დაფასების რეჟიმს რთავ და ყოყმანობ.მერე ფიქრობ: , , რა ქაჯობაა ახლა ნომრის არ მიცემა ამ ადამიანისთვის?’’.საბოლოოდ აძლევ ნომერს.ემშვიდობები და სახეგაბადრული გადადიხარ მისი მანქანიდან.ხელს უქნევ და ემშვიდობები.მერე კი უკანმოუხედავად შედიხარ სადარბაზოში და ლიფტის ღილაკს გაღიმებული აჭერ.შემდეგ დღეს უცხო ნომერი ფიქსირდება შენს ნომერზე და მერე სწორედ აქედან იწყება ყველაფერი. ეჰ, კარგია ოცნება, თუნდაც ასეთ ბანალურ რომანტიკულ სასიყვარულო თავგადასავლებზე. ნეტავ მეშველებოდეს რამე და გამოჩნდებოდეს ვინმე, რომ ასეთ სისულელეებზე აღარ ვიოცნებო ხოლმე. ისევ მივხრაშუნობ. საკმაოდ გამივლია, მაგრამ დაღლას საერთოდ არ ვგრძნობ, კიდევ ნახევარ თბილისს შემოვივლი ფეხით სიამოვნებით. ისევ ფიქრებში ვარ გართული. გზაზე გადავდივარ.შუქნიშანი მიჩვენებს რომ ჩემი გადასვლის ჯერია. მანქანები თითქმის არ მოძრაობენ.მეც პირდაპირ არც კი ვიხედები გვერდით ისე ვჭრი გზას და რომ არა ჩემი სწრაფი რეაქცია, შავი მანქანა საიქიოს გამისტუმრებდა ისეთი სიჩქარით გამოვარდა და ზუსტად ჩემს ფეხებთან დაამუხრუჭა.... გაგრძელება იქნება:)
#novel
#news
#art
#opinion
0