ზურაბ გორგილაძის ლექსი ქუთაისის 37- ე სკოლის კედელზე განათავსეს

0
პროექტის, "ლექსი კედელზე" ფარგლებში, ქუთაისის 37- ე სკოლის კედელზე მე-20 საუკუნის დიდი ქართველი პოეტის ზურაბ გორგილაძის ლექსი, , , ჩაუმქრალი სანთლები" იგივე , , ჰოიდა ნანა" გაიხსნა. ლექსი კალიგრაფიულად ახალგაზრდა რუსთაველმა კალიგრაფმა ვაჟა ერემეიშვილმა გადაწერა. ღონისძიება თურქეთში მცხოვრები ჩვენებურების ქართული ენის მასწავლებლის მერი დიასამიძის მეცენატობით გაიმართა. შალვა კამლაძის საავტორო პროექტი , , ლექსი კედელზე" მეოთხე წელია არსებობს. ქართული კალიგრაფით შესრულებული ნამუშევრების ნახვა ქუთაისში რამდენიმე ქუჩაზეა შესაძლებელი. , , ჰოიდა ნანა" პროექტის ფარგლებში გახსნილი მე -9 კალიგრაფიული ნამუშევარია, რომელიც პირველად საჯარო საგანმანათლებლო დაწესებულების კედელზე განთავსდა. ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. აპლიკაციის გადმოსაწერად დააჭირეთ ამ ბმულს:
#სიახლე
#ლექსი
#პოეზია
#kutaisidaily
წყარო -
#ახალიამბები
0