0
ოცნებების სერია კრახით დასრულდა...(გაგრძელება) მე ფეხებაკანკალებული ვდგავარ და უაზროდ მივშტერებივარ სივრცეს. მძღოლი გინებით გადმოდის მანქანიდან და სახეგაფითრებული მოდის ჩემთან -კარგად ხართ? რამე ხომ არ იტკინეთ? გზაზე გადასვლის დროს გვერდით რომ უნდა გაიხედოთ არ იცით?-შეშფოთებული ერთიანად მაყრის კითხვებს.მე ჯერ კიდევ ვერ მოვდივარ აზრზე. მერე უცნობისკენ ვიხედები და თავს უაზროდ ვუქნევ იმის ნიშნად რომ კარგად ვარ და არაფერი მჭირს. -მადლობა ღმერთს მოვასწარი დამუხრუჭება. მართლა ხომ არაფერი გჭირთ?ძალიან გთხოვთ ამოიღეთ ხმა-ჩემმა დუმილმა გააღიზიანა და ოდნავ ხმას აუწია.მეც როგორც იქნა გონს მოვეგე -კარგად ვარ. არაფერი მჭირს-ხმაჩახლეჩილი ვპასუხობ -საავადმყოფოში ხომ არ წაგიყვანოთ?-ოდნავ დამშვიდებული მეკითხება.უნებურად ჩემი ფიქრები მახსენდება რომანტიკულ მანქანის დაჯახებაზე და შემდეგ განვითარებულ მოვლენებზე და უეცრად სიცილი მიტყდება..უცნობი გაოგნებული მიყურებს.ალბათ გიჟი ვგონივარ, მაგრამ ამ მომენტში ეგ ნაკლებად მაინტერესეს, რადგან ისევ ჩემი ფიქრები მახსენდება.ასეთი დამთხვევები თუ არსებობდა ნაღდად არ მეგონა. -მგონი ძლიერი შოკი მიიღეთ და თქვენი რეაქციაც სწორედ ამისგანაა გამოწვეული.წავიდეთ საავადმყოფოში?-კვლავ მიმეორებს კითხვას -არა, მადლობა.მართლა კარგად ვარ. არ მჭირდება ექიმის გასინჯვა-ოდნავ დამშვიდებული, ღიმილით ვპასუხობ იმის მოლოდინში, რომ უცნობი მაინც დაჟინებით მომთხოვს საავადმყოფოში წაყვანას, მერე როგორც ფიქრებში ძალით ჩამსვამს მის რაღაც საოცრად ძვირადღირებულ მანქანაში, მაგრამ თქვენც არ მომიკვდეთ -კარგით, რადგან ყველაფერი რიგზეა და კარგად ხართ დაგემშვიდობებით-მეუბნება ცივად, მერე მანქანისკენ მიდის და თან ხმამაღლა წუწუნებს თუ როგორ უაზროდ, ბატებივით დადის ხალხი გზაზე. უკან არც კი იხედება ისე ჯდება მანქანაში და სწრაფად ძრავს.წამი არაა გასული, მანქანა ადგილს წყდება. მე კიდევ პირდაღებული მივშტერებივარ სივრცეს, რომელიც შავმა მანქანამ დაფარა.კარგა ხანი ვდგავარ პირდაღებულგაშტერებული.რამდენიმე წამის მერე ისევ ისტერიული სიცილი მიტყდება. -არა რა, მთელი რომანტიკა წყალში ჩამიყარა-ვფიქრობ ჩემთვის ხმამაღლა.რა მანქანის დაჯახება? რა საავადმყოფოში წაყვანა?რა სახლამდე მიცილება?რა ნომრის გამორთმევა?რა სისულელეა და რა შტერი ვარ! ესეც ჩემი რომანტიკული მანქანის დაჯახება. ახლა ის მაინც გავიგე, რომ მეორე ნახევრის ასე შეხვედრაზე ოცნება უნდა ამოვიღო ფიქრების სერიიდან.მეცინება რეალობის ასე მძაფრად განსხვავებულობაზე ოცნებისგან. ისევ ვაგრძელებ გზას... ისევ ხრაშუნით... ისევ მარტო და რაც მთავარია ჩემი ბანალური ფიქრები ისევ ჩემთან არიან. დასასრული პ.ს თუ მოგწონთ, კომენტარებში გამოხატეთ და ახალ ნოველებსაც შემოგთავაზებთ:)
#novel
#news#art
0