0
ბიძინა ივანიშვილის დაფუძნებული „ქართუ ჯგუფის“ 2018 წლის კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგება გამოქვეყნდა. დოკუმენტის თანახმად, კომპანია 1-ელ კატეგორიაშია, რაც ნიშნავს, რომ კომპანიის აქტივების ჯამური ღირებულება 50 მილიონ ლარს; შემოსავალი 100 მილიონ ლარს; დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა კი 250-ს აღემატება. რაც შეეხება ფინანსურ მაჩვენებლებს, 2018 წლის ბოლოს „ქართუ ჯგუფი“ 1 270 909 000 ლარის აქტივებს ფლობდა. ამასთან, ანგარიშგების თანახმად, ჯგუფმა 2018 წელი ზარალით დაასრულა. კერძოდ, 2018 წლის ზარალი - 6, 109 მლნ ლარი იყო. ჯგუფის - წმინდა საპროცენტო შემოსავალი 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით - 62, 847 მლნ ლარი; წმინდა შემოსავალი სადამზღვევლო საქმიანობისგან - 668 ათასი ლარი იყო.   USD2.8629 EUR3.1354 RUB4.4852 GBP3.7009 AED7.7944 AMD5.9771 AUD1.9113 AZN1.6821 BGN1.6031 BRL0.6685 BYN1.3121 CAD2.1508 CHF2.9330 CNY4.0911 CZK1.2519 DKK4.1959 EGP1.8167 HKD3.6874 HUF0.9254 ILS8.3532 INR4.0076 IRR0.6816 ISK2.2736 JPY2.6079 KGS4.0970 KRW2.4132 KWD9.4081 KZT0.7556 MDL1.6350 NOK3.0845 NZD1.8368 PLN7.3417 QAR7.8112 RON6.5817 RSD2.6665 SEK2.9677 SGD2.0586 TJS2.9538 TMT8.1797 TRY0.4780 UAH1.1659 UZS0.3003 ZAR1.9057  ბიზნესი /08.02.2020 / 13:57 რა შემოსავალი ჰქონდა ბიძინა ივანიშვილის დაფუძნებულ „ქართუ ჯგუფს“ – 2018 წელი ჯგუფმა ზარალზე იმუშავა  ბიძინა ივანიშვილის დაფუძნებული „ქართუ ჯგუფის“ 2018 წლის კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგება გამოქვეყნდა. დოკუმენტის თანახმად, კომპანია 1-ელ კატეგორიაშია, რაც ნიშნავს, რომ კომპანიის აქტივების ჯამური ღირებულება 50 მილიონ ლარს; შემოსავალი 100 მილიონ ლარს; დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა კი 250-ს აღემატება. რაც შეეხება ფინანსურ მაჩვენებლებს, 2018 წლის ბოლოს „ქართუ ჯგუფი“ 1 270 909 000 ლარის აქტივებს ფლობდა. ამასთან, ანგარიშგების თანახმად, ჯგუფმა 2018 წელი ზარალით დაასრულა. კერძოდ, 2018 წლის ზარალი - 6, 109 მლნ ლარი იყო. ჯგუფის - წმინდა საპროცენტო შემოსავალი 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით - 62, 847 მლნ ლარი; წმინდა შემოსავალი სადამზღვევლო საქმიანობისგან - 668 ათასი ლარი იყო. -0:13 ცნობისთვის, სააქციო საზოგადოება “ქართუ ჯგუფი” რეგისტრირებულია საქართველოში 1996 წლიდან. ჯგუფის ძირითად საქმიანობას საბანკო კომერციული საქმიანობა, სადაზღვევო საქმიანობა, სესხებისა და გარანტიების გაცემა, ოპერაციები ფასიანი ქაღალდებით, უცხოური ვალუტით, აგრეთვე დეპოზიტების მოზიდვა წარმოადგენს. ჯგუფის შვილობილ კომპანიებს შორისაა, მათ შორის: „ბანკი ქართუ“, აიპ „ფონდი ქართუ“, სს „კრედიტი 2018“ და ა.შ. ამასთან, როგორც კონსოლიდირებულ ანგარიშგებაშია აღნიშნული, 2018 წლის 31 დეკემბრისთვის, სს „ქართუ ჯგუფის“ მფლობელები იყვნენ: Krista Investments - 48.324%; Sargans Limited - 45.353%; Tarpan - 1.092%; Agroservice LLC - 4.243%; Interinvest LLC - 0.988%. თუმცა, საბოლოო მფლობელი, რომელსაც „ქართუ ჯგუფის“ ოპერაციებზე კონტროლი აქვს, უტა ივანიშვილია. ავტორი: თაია არდოტელი P.s. სტატია ჩვენ არ გვეკუთვნის. სტატია გამოქვეყნებულია bpn.ge-ს მიერ.
#news
#business
0