აფხაზეთის უნიკალური კადრები ფრანგი ფოტოგრაფის ობიექტივში

0
ფრანგმა ფოტოგრაფმა აურელიენ ვილეტმა აფხაზეთში დაფიქსირებული უნიკალური კადრები “Lensculture”- ის მკითხველს გაუზიარა. ფოტოგრაფმა აფხაზეთში 2016 წელს იმოგზაურა და ფოტოების ორი სერია გადაიღო, რომელიც აქამდე არსად გამოუქვეყნებია.
მის მიერ აღბეჭდილი კადრები, როგორც ფოტოგრაფი აღნიშნავს, ჰყვება ისტორიას კუთხისა, რომელმაც ამ მდგომარეობაშიც კი შეინარჩუნა უწინდელი ხიბლი და სიურეალისტური ხედებით აოცებს მნახველს. მიტოვებული და განადგურების პირას მყოფი არქიტექტურული ძეგლები სრულიად წარმოუდგენელი და ზღაპრული სანახავია, შეიძლება ითქვას, რომ ეს ადგილები სიზმრისა და რეალობის ზღვარზე გვამოგზაურებს“ - აღნიშნავს ფოტოგრაფი.
ვილეტმა ძირითადად ის სტრუქტურები აღბეჭდა, რომლებსაც არანაირი განსაკუთრებული დანიშნულება არ ჰქონია, რის მიზეზადაც ჰეტეროგენული ატმოსფეროს შექმნის იდეას ასახელებს, ქაოსი და დესტრუქციული გარემო, რომელსაც კადრებში ვხედავთ თავად გვიამბობს თვითმყოფადი კულტურის ბოლო ასწლეულის ისტორიას.
არქიტექტურის ფოტოგრაფი აურელია ვილეტი ბოლო 9 წელია, სხვადასხვა ქვეყანაში მოგზაურობს და აღბეჭდავს, როგორ ისახება კულტურული ცვლილებები არქიტექტურაზე. 2016 წელს ის საქართველოს რეგიონს, აფხაზეთს სტუმრობდა.
ფრანგმა ფოტოგრაფმა ფირზე აღბეჭდა ერთ დროს ტურისტების საყვარელი ადგილები, რომლებიც ახლა ცარიელია.
პოსტის ავტორი - მარიამ თოფურია / მომო
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. აპლიკაციის გადმოსაწერად დააჭირეთ ამ ბმულს: download.feedc.com
#აფხაზეთი #საქართველო
#ფოტოკოლაჟი
#sokhumidaily
#sokhumi
#ახალიამბები
#პოლიტიკა
#ხელოვნება
#მოგზაურობა
#სოხუმი
#სოხუმიდეილი
#აფხაზეთისაქართველოა
#აფხაზეთიჩვენია
#აფხაზეთიჩემია
#აფხაზეთისამაჩაბლოსაქართველოა
#ოკუპირებულიაფხაზეთი
#ფოტო
#ფოტოები
#ფრანგი
#ფოტოგრაფი
0