0
სამოგზაურო სააგენტო Kiwi.com კემპინგისთვის მსოფლიოს საუკეთესო ქვეყნებს ასახელებს. სააგენტომ კვლევა მსოფლიოს 53 ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც, ჩაატარა. კვლევისას მათ რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორი გამოიყენეს და ქვეყნები 0-დან 50-მდე ქულით შეაფასეს. კვლევის ძირითად კრიტერიუმებს შეადგენდა: ბუნებრივი მრავალფეროვნება, პეიზაჟები, დაცული ტერიტორიების მდგომარეობა, გარემოს დაბინძურება, უსაფრთხოება და სტიქიური უბედურებების მოსალოგნელი საშიშროება. კემპინგისთვის საუკეთესო ქვეყნების ათეული ასე გამოიყურება: 1. კანადა- 45 2. ფინეთი- 42 3. ბრაზილია- 41 4. ესპანეთი - 40 5. შვედეთი-40 6. აშშ- 40 7. ავსტრალია- 39 8. ნორვეგია- 39 9. არგენტინა- 39 10. რუსეთი-39 რაც შეეხება საქართველოს, ის რეიტინგში 48-ე ადგილს 31 ქულით, ურუგვაისთან, ბულგარეთთან და პოლონეთთან ერთად იკავებს. ავტორი: ბექა ბერიაშვილი P.s. სტატია ჩვენ არ გვეკუთვნის. სტატია გამოქვეყნებულია bpn.ge-ს მიერ.
#news
0