რას გვირჩევენ ვარსკვლავები 23 აგვისტოსთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ვერძი
ეცადეთ, ეს დღე რაც შეიძლება მშვიდად გაატაროთ. გირჩევთ, თქვენს უშუალო მოვალეობებზე იზრუნოთ და დამატებით დატვირთვაზე უარი თქვათ. კვირის მანძილზე დაგროვილი დაღლილობა შეიძლება როგორც საქმიან, ისე პირად ურთიერთობებზე უარყოფითად აისახოს. თუ მოსალოდნელ რისკებს გაითვალისწინებთ, შეიძლება შეცდომები თავიდან აიცილოთ.
კურო
ყურადღება მიაქციეთ საქმეს, რომელიც დიდი ხნის წინ, თაროზე შემოდეთ და დაივიწყეთ. ახლა მისი თაროდან ჩამოღების და დასრულების დროა. გირჩევთ, ნეგატიურ ემოციებს საკუთარ თავში ნუ დააგროვებთ - საყვარელ ადამიანებს ესაუბრეთ და თქვენი განცდები გაუზიარეთ. ხელსაყრელი დღეა ჯანსაღი ცხოვრების წესის, სპორტული ვარჯიშებისა და ახალი დიეტის დაწყებისთვის.
ტყუპები
ნუ დაიზარებთ და იდეა, რომელიც თავში მოგივათ, სადმე ჩაიწერეთ. მოგვიანებით შეიძლება ის მოგებიან და წარმატებულ პროექტად ჩამოყალიბდეს და დამატებითი შემოსავალი მოგიტანოთ. ამ დღეს ყველაზე მეტად მოქმედების მკაფიო გეგმა და გრძელვადიანი სტრატეგია გჭირდებათ. არახელსაყრელი გარემოებები შესაძლებლობას მოგცემთ, რომ საუკეთესო თვისებები გამოავლინოთ და საკუთარ თავში დაფარული ნიჭი აღმოაჩინოთ.
კირჩხიბი
კარგი დღეა ფინანსური პრობლემების მოგვარებისა და ბიუჯეტის დაგეგმვისთვის. ამ დღეს შეიძლება შემოსავლის დამატებითი წყარო აღმოაჩინოთ ან მიხვდეთ, როგორ შეიძლება გატაცება ფულად აქციოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, უსარგებლო კავშირებს თავი დააღწიოთ და ახალი იდეებისთვის ადგილი გაათავისუფლოთ. შესაფერისი დროა ადრე დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად. მოერიდეთ ჭორაობას და უსარგებლო საუბრებს, განსაკუთრებით სამსახურში.
ლომი
რთული და ემოციურად არასტაბილური დღეა. ბევრი რამ ისე არ ხდება, როგორც დაგეგმეთ, ამიტომ მხოლოდ ის აკეთეთ, რაც საუკეთესოდ გამოგდით. საყვარელ ადამიანებზე გადაჭარბებულმა ზრუნვამ შეიძლება საპირისპირო შედეგი გამოიწვიოს და თქვენი ურთიერთობა დიდი ხნით გააფუჭოს. თუ მოსალოდნელ რისკებს გაითვალისწინებთ, შეიძლება შეცდომები თავიდან აიცილოთ.
ქალწული
ახლობელ ადამიანს თქვენი დახმარება და მხარდაჭერა დასჭირდება და უარი არ უნდა უთხრათ. გასაჭირში ჩავარდნილი ადამიანის დახმარება თვითშეფასებას აგიმაღლებთ და განწყობას გაგიუმჯობესებთ. ამ დღეს ყველაზე მეტად ხელმძღვანელობასთან ურთიერთობას და გარშემო მყოფებთან კამათს უნდა მოერიდოთ. თუ ვერ ახერხებთ, უბრალოდ სახლში დარჩით. საღამო ხელსაყრელი დროა შოპინგისთვის. შესაძლოა, მაღაზიაში იმ ნივთს წააწყდეთ, რომელზეც დიდი ხანია ოცნებობთ.
სასწორი
ამ დღეს ემოციებით სავსე ხართ და უმცირესი წინააღმდეგობა გაღიზიანებთ, რაც მშვიდად და ნაყოფიერად მუშაობაში ხელს გიშლით. თქვენი ამოცანაა ნებისმიერ სიტუაციაში სიმშვიდე შეინარჩუნოთ, რათა თქვენთვის მნიშვნელოვანი ურთიერთობები არ დააზიანოთ. ფინანსური პრობლემების თავიდან ასაცილებლად უსარგებლო ნივთების შეძენას უნდა მოუკლოთ.
მორიელი
იმისათვის, რომ ეს დღე წარმატებული იყოს, მხოლოდ საკუთარ ინტუიციას და გამოცდილებას უნდა დაეყრდნოთ - სხვა ადამიანების რჩევები ვერაფერში დაგეხმარებათ. ერთი შეხედვით უმნიშვნელო დეტალებს მეტი ყურადღება მიაქციეთ. საუბარში სიფრთხილე გამოიჩინეთ და გულწრფელობას მოერიდეთ, რათა ვიღაცამ თქვენი პირადი ინფორმაცია თქვენს საწინააღმდეგოდ არ გამოიყენოს. ადამიანები, რომლებსაც დღეს შეხვდებით, თქვენი ერთგული მოკავშირეები და კარგი მეგობრები გახდებიან, ამიტომ, მიწვევაზე უარს ნუ იტყვით და წვეულებაზე გაემგზავრეთ.
მშვილდოსანი
ბოლო დროს იმდენი საოჯახო საქმე დაგიგროვდათ, რომ მათთან გამკლავება დიდ დროს წაგართმევთ. ნათესავებთან მცირე გაუგებრობას შეიძლება დაპირისპირება და ურთიერთბრალდებები მოჰყვეს. ეცადეთ, კომპრომისი იპოვოთ და ძვირფას ადამიანებს გული არ ატკინოთ. თუ სამუშაოს ვერ უმკლავდებით, დახმარება კოლეგებს ან პარტნიორებს უნდა სთხოვოთ - მალე შეიძლება დახმარება მათაც დასჭირდეთ. ძალების აღსადგენად და სიმშვიდის დასაბრუნებლად, სასურველია საღამო მარტომ გაატაროთ.
თხის რქა
ეცადეთ, თქვენს უშუალო პასუხისმგებლობებსა და საყოფაცხოვრებო საკითხებს შორის დრო ისე გაანაწილოთ, რომ ყველაფერი დროულად მოასწროთ. მოერიდეთ საყვარელი ადამიანების დაუმსახურებელ კრიტიკას, რათა საპასუხო აგრესია არ მიიღოთ. არახელსაყრელი დღეა ახალი საქმის დაწყებისთვის, ამიტომ გირჩევთ, ჯერ ძველი საქმეები დაასრულოთ. ეცადეთ პირად ურთიერთობებში მეტი ინიციატივა გამოიჩინოთ.
მერწყული
მოერიდეთ დაძაბულ სიტუაციებს და კონფლიქტებში ჩართვას. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს შეიძლება თქვენს პროფესიულ მდგომარეობაზე უარყოფითად აისახოს. ნუ დაკარგავთ დროს უსარგებლო ურთიერთობებზე. უმჯობესია საქმე მარტომ აკეთოთ, რათა ყურადღება არავინ გაგიფანტოთ. ეცადეთ, მეტი ყურადღება მიაქციოთ ფინანსურად მოგებიან გარიგებებს, რომლებიც მალე შემოსავალს მოიტანს.
თევზები
ეს დღე უკვე დაწყებული და სამომავლოდ გადადებული საქმეების დასრულებას უნდა დაუთმოთ. თუ რაღაცას ვერ ასწრებთ, დახმარება კოლეგებს ან მეგობრებს უნდა სთხოვოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, თავი აარიდოთ კამათს და დისკუსიას, რომელიც შეიძლება სერიოზულ კონფლიქტში გადაიზარდოს. ყურადღება მიაქციეთ საკუთარ ჯანმრთელობას და ეცადეთ, დაისვენოთ.
წყარო: funtime