23 იანვარი…

12
მთვარის მესამე დღე🌙პირველი ფაზა, გრიგორიანული კალენდარის 23-ე დღე, წლის დასრულებამდე დარჩა 342-ი დღე.

როგორი ადამიანები დაიბადნენ ოცდასამ იანვარს:

23 იანვარს დაბადებულები სიმტკიცითა და შეუპოვრობით გამოირჩევიან. მათი სული ამბიციურობითაა სავსე, არიან ანგარიშიანი და ხანდახან ცბიერიც. მზად არიან, მიზნის მისაღწევად ნებისმიერი საშუალება გამოიყენონ ისე, რომ არც დაფიქრდნენ.
23 იანვარს დაბადებულები თავისი ორიგინალობითა და უჩვეულობით გარშემომყოფთა შორის თეთრი ყვავებივით ჩანან. გარეგნულადაც კი სხვაგვარი არიან – მანერები, სტილი, საუბარი, სახის ნაკვთები, გამომეტყველება, მოძრაობა – თითქოს ყველაფერი სხვანაირი აქვთ. უდავოა, რომ ადამიანის შინაგანი სამყარო დიდია. მაგრამ ამ დღეს დაბადებულებს ის თითქოს სახეზე აწერიათ და ამის დამალვას არც ცდილობენ. ისინი ადამიანებზე ნამდვილად წარუშლელ პირველ შთაბეჭდილებას ახდენენ.
ამ დღეს დაბადებულებს საკუთარი ინდივიდუალობის წყალობით ნებისმიერი სამსახიობო გრიმის გარეშეც შეუძლიათ აიტანონ ყველაზე სერიოზული ქარიშხალიც კი. გარშემო მყოფ ადამიანებთან დაახლოება შეუძლია სხვადასხვა ინტერესებს – მათემატიკის, ტექნიკის, მეცნიერების სფეროებში.

ვინ დაიბადა:

სტენდალი ფრანგი მწერალი.
ედუარდ მანე ფრანგი მხატვარი.
ჯონ ბრაუნინგი ცეცხლსასროლი იარაღების ამერიკელი დიზაინერი.

მართლმადიდებლური კალენდარი:

თეოფანე დაყუდებულის ხსენების დღეს.
გრიგოლ ნოსელის ხსენების დღეს.

დღის საკითხავი:

იასამნის ბუჩქი ორქიდეაზე უფრო ძვირფასია.
ბაბუაწვერა და ეშმაკის ბალახიც ძვირფასია!
რატომ? იმიტომ, რომ ძირს დაგაჩოქებს, სულ ცოტა ხნით ჩამოგაშორებს ქალაქსა და ხალხს, ოფლს გამოგადენს და შენი ცხვირის არსებობას შეგახსენებს. და როცა ასე მარტო რჩები საკუთარ თავთან, ცოტა ხნით კვლავაც საკუთარ თავად იქცევი; ეჩვევი ფიქრსა და განმარტოებას. მებაღეობა ხომ ყველაზე მარჯვედ ამართლებს ფილოსოფოსობას, ვერავინ გამჩნევს, ვერავინ გსაყვედურობს, არადა, იორდასალამების კვალში მუხლმოყრილი პლატონი ხარ, კონიოს კვლებზე მზრუნველი სოკრატე. კაცი, რომელიც თავისი ბაღის ბილიკზე ნაკელით სავსე ტომარას მიარწევს, მხრებზე სამყაროს ტვირთაკიდებულ ატლასს ემსგავსება.”

რეი ბრედბერი

მშვიდობიან და ბედნიერ დღეს გისურვებთ♥️🌟









12