23 ნოემბერი

11
მთვარის მესამე ფაზა, მეოცე დღე 🌘 წლის დასრულებამდე 38 დღეა დარჩენილი.🌘
23 ნოემბერის არის უდიდესი ქრისტიანული დღესასწაული გიორგობა.                              
წმინდა გიორგის თაყვანისცემა საქართველოში მე–4 საუკუნის დასაწყისში იწყება. ძველი დროიდანვე საქართველოს, წმინდა გიორგის ქვეყანას, გეორგიას უწოდებენ. წმინდა არსენ იყალთოელის მოწმობით, წმინდა ნინო - საქართველოს განმანათლებელი, დიდმოწამის ბიძაშვილი იყო და ქართველმა ერმა მისგან შეიტყო წმინდა გიორგის მოწამეობის შესახებ. საქართველოში უამრავი ლეგენდა არსებობს იმის შესახებ, როგორ შეეწეოდა ხოლმე წმინდა გიორგი ქართველთა ლაშქარს მრავალრიცხოვან მტერთან ბრძოლაში, მათ შორის დიდგორის ომშიც. 23 ნოემბერს წმინდა გიორგის ბორბალზე წამების დღეა.                                  
” წმინდაო გიორგი, დიდების მხედარო, ვუმზერ შენს ხატებას და სული მხნედ არი, შემუსრე უწმინდურ დრაკონთა ორგია, იხსენი სამკვიდრო შენი – გეორგია, დიდების უფალი მართალთა მწედ არი.წმინდაო რაინდო, გველი არ დაინდო, მოგვმადლე იმედი და უფლის სვე–დარი!”                    
ზვიად გამსახურდია
წმიდა გიორგის სახელზე აგებული უამრავი ტაძრიდან ერთ-ერთი უძლიერესთაგანია შავნაბადას წმიდა გიორგის ეკლესია. მის შესახებ არსებობს გადმოცემა, რომ ერთხელ, ურჯულო მტრის შემოსევისას, ქართველთა მცირერიცხოვანი ლაშქარი დაბანაკებულა იმ მთის ძირში, რომლის წვერზეც წმიდა გიორგის ეკლესია იყო აგებული და გულმხურვალედ ევედრებოდა წმიდა მოწამეს შეწევნას მოსალოდნელ ბრძოლაში. გამთენიისას ყველამ იხილა მხედარი, რომელიც შურდულივით დაეშვა მთის წვერიდან, ეს იმდენად შთამბეჭდავი სახილველი იყო, რომ თავზარდაცემული მტერი გაიქცა. გამხნევებულმა ქართველმა მეომრებმა დაამარცხეს მტრის განახევრებული ლაშქარი. გამარჯვების შემდეგ სიმამაცით გამორჩეული მეომარი, რომელიც მთის წვერიდან დაეშვა, მხედართმთავარმა შავი ნაბდით დაასაჩუქრა. როდესაც ყველანი სამადლობელი პარაკლისის გადასახდელად ტაძარში შევიდნენ, შავნაბდიანი მხედარი სულ მთლად გაბრწყინდა და ყველამ შეიცნო წმიდა გიორგი. მას შემდეგ ამ მთას შავნაბადას მთას უწოდებენ, ხოლო მთის წვერზე აშენებულ ეკლესიას, შავნაბადას წმიდა გიორგის ეკლესიას.
გიორგი მთაწმინდელი ათონის წმიდა მთას მიემგზავრებოდა. დიდი მდინარე გადაეღობა გზად. ბერმა ადიდებული წყლის გადალახვა ვერ შეძლო - მღვრიე ტალღები დანთქმას უქადდა.მაშინ გამოეცხადა მას თეთრ ცხენზე ამხედრებული მშვენიერი ჭაბუკი და უთხრა: „შემოდი მდინარეში, ნუ გეშინია!“ - მოჰკიდა ხელი და მშვიდობით გადაიყვანა მეორე ნაპირზე, თვითონ კი უმალ უჩინო იქმნა.„რომელმან წყალთა შინა სიკვდილისაგან მიხსნა, დიდებული მთავარმოწამე გიორგი იყო“ - მადლიერებით იხსენებდა შემდგომ ღმრთის დიდი სათნომყოფელი ბერი, რომელზეც მომავალში იტყვის მთელი ქართველობა: „კურთხეულ არს ღმერთი, რომელმან მოგვივლინა ესევითარი კაცი მაცხოვნებლად სულთა ჩვენთა“.
გიორგობას გილოცავთ მეგობრებო!!! 🙏🙏🙏.      
გფარავდეთ მისი მადლი!

ტყვეთა განმანთავისუფლებელო და გლახაკთა ხელის ამპყრობელო სნეულთა მკურნალო და მეფეთა უძლეველო წინამბრძოლო ღვაწლით შემოსილო დიდო მოწამეო გიორგი ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათვის !!!

11