🌑🌚მთვარის ოცდამეშვიდე დღე, ბოლო ფაზა, მთვარე ქალწულშია, გრიგორიანული კალენდარის 266-ე დღე, წლის დასრულებამდე დარჩა 99-ი დღე.
როგორი ადამიანები დაიბადნენ :
23 სექტემბერს დაბადებული ადამიანები, საკმაოდ რთული ბედით ევლინებიან ამ ქვეყანას. მათ უმრავლესობას ბევრი წინააღმდეგობის გადალახვა უწევს, მანამ სანამ საკუთარ ადგილს იპოვნის მზის ქვეშ. საიმისოდ, რომ პროფესიულად განვითარდნენ და სამომავლოდ ღირსეული ადგილი დაიმკვიდრონ საზოგადოებაში, მათ მოეთხოვებათ დიდი დრო დაუთმონ თვითგანვითარებას და გემოვნების დახვეწას. სწორედ ამ გზით შეუძლიათ მათ გარშემო მყოფებში პატივისცემის გამოწვევა.
ვინ დაიბადა :
რომის იმპერატორი ავგუსტუსი.
ვერიკო ანჯაფარიძე ქართველი მსახიობი.
რეი ჩარლზი ამერიკელი მომღერალი.
რომი შნაიდერი ავსტრიელი მსახიობი.
მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს:
კეთილმსახური დედოფალი პულქერია ბერძენი იმპერატორის, არკადის (395-408) ასული, თავისი ძმის, თეოდოსი უმცროსის (408-450) თანამმართველი და მრჩეველი იყო. მრავალმხრივ განათლებული ხელისუფალი სიბრძნითა და კეთილმსახურებით გამოირჩეოდა და მტკიცედ ერთგულებდა მართლმადიდებლურ სარწმუნოებას. მისი თანადგომით იქნა მოწვეული III მსოფლიო კრება ეფესოში 431 წელს.
მტრებისა და იმპერატორ თეოდოსის მეუღლის, ევდოკიას მანქანებით პულქერია მმართველობას ჩამოაშორეს. იგი განმარტოვდა და ღვთივსათნო ცხოვრებას მიეცა, მაგრამ მალე, ქვეყანაში წარმოქმნილ არეულობებთან დაკავშირებით, ძმის თხოვნით კვლავ დაუბრუნდა სამეფო კარს.
თეოდოსი უმცროსის სიკვდილის შემდეგ ტახტზე ავიდა იმპერატორი მარკიანე (450-457). წმიდა პულქერიას სურდა, კვლავ განმარტოებას დაბრუნებოდა, მაგრამ მეფემ და დიდებულებმა თხოვეს, ხელი არ აეღო მმართველობაზე და მარკიანეს გაჰყოლოდა ცოლად. საერთო სარგებლისთვის იგი დათანხმდა ამ წინადადებას, მაგრამ იმ პირობით, რომ ქორწინებაში მისი ქალწულება დაცული იქნებოდა. ამგვარად, დედოფალი მონაზვნური სიწმიდით ცხოვრობდა.
წმიდა პულქერიას ძალისხმევით იქნა მოწვეული მეოთხე მსოფლიო საეკლესიო კრება ქალკედონში, რომელმაც დაგმო დიოსკორესა და ევტიქის ერესები. ბოლოს წმიდანმა მთელი ქონება გლახაკებსა და ეკლესიას დაურიგა და 453 წელს, ორმოცდათოთხმეტი წლის ასაკში მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს.
წმიდა მოციქულნი: აპოლო, ლუკა და კლიმენტი - სამოცდაათთაგანნი (I)
10 (23) სექტემბერი
წმიდა მოციქული აპოლო, სამოცდაათთაგანი, ქალაქ სმირნის (ეგეოსის ზღვის აღმოსავლეთ ნაპირზე) ეპისკოპოსი იყო. პავლე მოციქული მას ახსენებს რომაელთა მიმართ ეპისტოლეში (16, 10).
წმიდა მოციქული ლუკა (ანუ ლუკიოსი), სამოცდაათთაგანი, სირიის ლაოდიკიის (ოდესღაც ფრიგიის მთავარი ქალაქი) ეპისკოპოსად იქნა დადგენილი. პავლე მოციქული მასაც ახსენებს რომაელთა მიმართ ეპისტოლეში (16, 21).
წმიდა მოციქული კლიმენტი სარდიკიის (მცირე აზიის, ლიდიის მდიდარი ქალაქი ძველ დროში) ეპისკოპოსი იყო. პავლე მოციქული მის სახელს ახსენებს ფილიპელთა მიმართ ეპისტოლეში (4, 3). იგი წერს: „შეიწყნარენ ეგენი, რომელნი-ეგე სახარებასა მას თანა-მოღუაწე მექმნნეს მე კლემენტოსითურთ და სხუათა მათ თანა-შემწეთა ჩემთა, რომელთა სახელები წერილ არს წიგნსა მას ცხორებისასა“.
დღის საკითხავი:
❗️ვინც მოიხადა ამ სოფლად ვალი, ის მკვდარიც ცოცხლობს, არ არის მკვდარი.
აკაკი წერეთელი
❗️ადამიანის ერთადერთი მარადიული საკუთრებაა სიბრძნე-
ბიანტი
❗️იჩქარე ნელა.
ავგუსტუსი
ბედნიერ დღეს გისურვებთ❤️💖🙏