ქუთაისელი მეცენატები

0
როდესაც ქუთაისზე ვსაუბრობთ ყოველთვის ვამბობთ, რომ ეს იყო პოეზიის, მწერლობის, თეატრის, კინოს, სპორტის, მეცნიერების და რა ვიცი კიდე რისი სამჭედლო არა. მაგრამ არასოდეს არ ვახსენებთ მე-19 საუკუნის ქუთაისელ მეწარმეებს, რომლებიც ჩვენი ქვეყნის ნამდვილი მეცენატები და საზოგადო მოღვაწეები იყვნენ. ვსაუბრობთ ხალხზე, ვინც პირველი ქართული კონიაკი ჩამოასხა, ჯერ კიდევ სარაჯიშვილამდე. მაგალითად გალაქტიონის წიგნი ვინ გამოცა პირველად, ვინც დააფინანსა პირველი ქართული მხატვრული ფილმი „ქრისტინე“ და სხვა მრავალი. მიტროფანე ლაღიძე გარდა იმისა რომ ლიმონათების მწარმოებელი იყო საფრანგეთიდან მიიღო კრედიტი და პირველი ელექტროსადგურისთვის საჭირო დანადგარები შეიძინა. პირველად მან გაანათა ქუთაისის თეატრი. იაკობ ბეგიშვილი მანუფაქტურული წარმოების ფუძემდებელი და მეორე გილდიის ვაჭარი გერმანიასა და თურქეთში აგზავნიდა აბრეშუმს, ხშირად რჩებოდა მასთან აკაკი წერეთელი და პატრონობდა მას. ბოლომდე აკაკი მის ხარჯზე იყო. გიორგი ბოლქვაძე მეცხრამეტე საუკუნის მეღვინემ პირელი ლიქიორის ქარხნის მფლობელი ამიერკავკასიაში, საფრანგეთში ;პარიზის სასმელების გამოფენაზე 1878 წელს უმაღლესი ჯილდო მოიპოვა, მასზე ხშირად წერდა გაზეთი ივერია, იყო ბრიუსელის და პარიზის მსოფლიო აკადემიის წევრი ხე ტყის საწარმოს მფლობელები დათეშიძეები ზუსტად ისეთი მასშტაბის მეცენატები იყვნენ როგორც სარაჯიშვილები. დააფინანსეს პირველი ქართული მხატვრული ფილმი „ქრისტინე“, გალაკტიონის პირველი ლექსების კრებული და პოეტს ჰონორარიც გადაუხადეს, 37 წელში ჩამოართვეს ქონება და საერთოდ ამოშალეს საბჭოთა ისტორიიდან მათი გვარ სახელები ფილიპე ჭელიძემ კონიაკის პირველი ქარხანა დაარსა, მან გაიცნო ფრანგი შამპანისტი ვიქტორ ტიებო რომელმაც ასწავლა ტექნოლოგია, მისი პროდუქცია გადიოდა იაპონიაშიც. დღეს ეს ხალხი უსამართლოდ არიან მივიწყებული და ღირს მათ საქმიანობაზე უფრო მეტი ვიცოდეთ.
#ბიზნესი
#ახალიამბები
0