ვინ არის გიორგი რურუა?
კითხვაზე პასუხის გასაცემად ჯერ კიდევ მტკივნეული 90იანი წლები და ე.წ. “მხედრიონის” დაჯგუფება უნდა გავიხსენოთ. სწორედ გიორგი და ნიკა რურუები განაგებდნენ იგივე ძალადობრივი ჯგუფის ყველაზე სასტიკ ნაწილს “ბოროტების საძმოს”.
პრეზიდენტის აფეთქების მცდელობა, ხალხის ტერორი, სამეგრელოს ძარცვა, ძმები თორაძეების საქმე, ეს დანაშაულთა ის მცირე ჩამონათვალია, რომელსაც პირდაპირ გიორგი რურუას პიროვნებამდე მივყავართ. ის, ასევე ცნობილია, როგორც ყველაზე სასტიკ ზონდერ დაჯგუფებათა უფროსი, რომელთა უკანაც უამრავი საიდუმლოებით მოცული საქმე დგას.
2003-2012 წლებში ძმები რურუები აკონტროლობენ თითქმის ყველა შესაძლო მსხვილ ბიზნესს, რაც თავის მხრივ მაშინდელ მთავრობასთან განსაკუთრებული სიახლოვით არის გამოწვეული. სწორედ მათი ზონდერ ჯგუფების მეთაურობით ხდება 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევა.
“ძმები თორაძეები”-ში, წიგნში, რომელიც სპეციალურად თორაძეების ამბის ტრაგიკული ამბის გასაჯაროვებლად დაიწერა, გიორგი რურუა რამდენიმე ადგილას არის მოხსენიებული. კერძოდ, წიგნის მიხედვით მის კისერზეა საკუთარ სახლში ჩაცხრილული იმედო და კახა თორაძეების სიკვდილი. მოკლული თორაძეების და თამარ თორაძე, რომელიც ამავდროულად იგივე წიგნის ავტორიცაა ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობს: “გიორგი "ჟორიკა" რურუა - უშუალო შემსრულებელი. წიგნშიც დავწერე, რომ მისი სახე არასდროს დამავიწყდებოდა. სწორედ ჟორიკა რურუამ დააცალა უიარაღო კახას ავტომატიდან მთელი "აბოიმა" და შემდეგ, პისტოლეტით 8 (!!!) საკონტროლო გასროლა მოახდინა მის უკვე უსულო სხეულზე. იცნობდეთ მკვლელებს!!!”.
ის ასევე ამბობს, რომ გიორგი რურუა ხშირად “აფუჭებდა რაღაცეებს”, რისი მოგვარებაც მასთან შედარებით ძალზედ მოხერხებულ ძმას, ნიკა რურუას უწევდა.
ამ ყველაფრის უკან კი დგას კაცი, რომელსაც უცნაური ძალადობრივ ხასიათთან ერთად საზოგადოებას იშვიათი აკვიატებებითაც დაამახსოვრა თავი. მაგალითად, მოულოდნელად დაჯგუფების წევრებთან ერთად მაღაზიაში შევარდნა და მაღაზიაში მყოფი ხალხისთვის თავის გადახოტვრა, ტერორი(ხასიათის მიხედვით).
წლების გასვლასთან ერთად რაღაც მართლაც შეიცვალა, მათ შორის გიორგი რურუაშიც. იმ ადამიანებთაგან, რომლებმაც საკუთარი ქონება შავი სათვალეებითა და ხალხის ტერორით დააგროვეს, რამოდენიმემ ცხოვრების ახლებურ რიტმს(90იანების შემდგომს) მხარი აუბა. კერძოდ, მიიღო მცირეოდენი, მაგრამ საჭირო განათლება, ჩაანაცვლა შავი გამჭირვალე სათვალით.
დღეს იგივე ადამიანები საზოგადოებას ეკრანიდან მორალს უკითხავენ. რაც შეეხება გიორგი რურუას, ის სასამართლოსთან წარჩინებას ელის, იმის დასამტკიცებლად, რომ რუსთაველის მოედანზე აღმოჩენილი იარაღი მისი არ იყო, არამედ ჩაუდეს… რომ ის დამნაშავე არ არის!
ბოლოს კი ძველი ბერძენი ტრაგიკოსის, სოფოკლეს სიტყვებით დავასრულებთ: “თავისმხრივ ყველა ადამიანი უშვებს შეცდომას, მაგრამ კარგი ადამიანი თავს იჩენს და არსებულ კურსს ცვლის. ცხოვრების ყველაზე დიდი დანაშაული კი სიამაყეა, რომელიც დამნაშავეს ყველაფრის ჩადენის შესაძლობელობას აძლევს, არსებული კურსის შეცვლის გარდა”.
#გიორგი
#რურუა
#ნიკა
#რურუა
#მხედრიონი
#ბოროტთასაძმო
#თბილისი
#90იანები
#tbilisidaily
#opinion