1337 Views
Headline
Tbilisi · 7 months ago

არჩევნებთან დაკავშირებული საკითხები ამერიკელი სენატორების კრიტიკის ერთ-ერთი საგანი იყო. რას შეცვლის ამ მიმართულებით ქართული დელეგაციის ვიზიტი ვაშინგტონში? - ამ საკითხზე გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ექსპერტმა ხათუნა ლაგაზიძემ ისაუბრა. გთავაზობთ ინტერვიუდან ამონარიდს:

- ამერიკელი სენატორები კი ამბობენ,­ რომ ზალკალიანი მათ ყველა პირობის შესრულებას დაჰპირდა და ზუსტად იგივე დააბარეს საქართველოს საგარეო საქმეთა­ მინისტრს საქართველოს პრემიერთან, რაც წერილით შემოუთვალეს, მაგრამ ადვილი შესაძლებელია, ზალკალიანის დაპირება მაინც ერთი ფიზიკური პირის დაპირებად დარჩეს და არ იქცეს ხელისუფლების

ქმედებად. თამარ ჩუგოშვილიც არწმუნებდა ევროპელ და ამერიკელ კოლეგებს, რომ საარჩევნო სისტემა შეიცვლებოდა, მაგრამ რაც მოხდა,­ ყველამ იცის. "ოცნებას" დანაპირებზე უარის­ თქმა რომ არ უჭირს, ეს პროგნ­ოზების გაკეთებას ართულებს.­ თუმცა ჩვენ კონგრესისა და სენატისგან განსხვავებით, დღემდე არ ვიცით ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის პოზიცია. მიუხედავად იმისა, რომ "ოცნების" ხელისუფლებამ არ გაითვალისწინა ამერიკის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს პოზიცია ანაკლიის პორტის შესახებ, სახელმწიფო დეპარტამენტისგან საქართველოს ხელისუფლებას ჯერ არ მოუსმენია ისეთივე მწვავე განცხადებები, როგორიც კონგრესისა და სენატისგან.

ვფიქრობ, ბოლო თვეების ყველაზე ყურადსაღები განცხადება არჩილ თალაკვაძემ­ გააკეთა ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან შეხვედრის შემდგომ. კერძოდ, თქვა, რომ შეხვედრაზე საუბარი იყო ანაკლიის პორტზე და ეს თემა წამყვანი იქნება მისი შეხვედრების დროს ამერიკის კერძო სექტორსა და სავარაუდო ინვესტორებთანაც, ისევე როგორც გახარიას ამერიკაში ვიზიტის დროს. საინტერესოა, რომ თალაკვაძესთან შეხვედრის შემდეგ ამერიკელების კრიტიკა უფრო შერბილდა, ვიდრე ზალკალიანთან შეხვედრებისას. ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ თურქ­ეთი იწყებს ახალი საზღვაო არხის გაყვანას, რომელიც რამდენიმე წელში დასრულდება და მისი გამოყენებით აშშ და ნატოს სხვა წევრების სამხედრო გემები შავ ზღვაში­ მუდმივად ყოფნას შეძლებენ,­ რაც ნიშნავს, რომ იმ არეალში რუსეთის კონტროლი­ მინიმუმამდე დავა. ეს ინფორმ­აცია კიდევ უფრო ათვალსაჩინოებს ამერი­კისთვის ანაკლიის პორტის მნიშვნელობას. ამიტომაც დიდი შანსია, "ოცნებამ" ხელისუფლებაში დარჩენის სანაცვლოდ ამერიკელებს ანაკლიის პორტი დაუთმოს, ამერიკელებმა კი პრაგმატულად მიიღონ ეს გარიგება და "ოცნებას" სრული თავისუფლება მისცენ 2020-ის არჩევნებზე.

სხვათა შორის, ძალზე მეტყველია ამერიკის ახალი ელჩისა და ბიძინა ივანიშვილის შეხვედრის ამსახველი ერთი კადრი: შეხვედრის ორივე მონაწილის დაძაბ­ული პოზები და ნაკვთები გვაფიქრებინებს, რომ ყველაფერი ჯერ კიდევ წინაა, ისევე როგორც სააკაშვილის ბოლო ფეისბუკგამოსვლა, სადაც ის გაერთიანებული ოპოზიციისა და "ნაცმოძრაობისგან"­ დამოუკიდებლად საარჩევნოდ საკუთარი შტაბის გახსნას აანონსებს, და დიალოგისთვის ოპოზიციურ ლიდერებს ეპატიჟება. ვშიშობ, ამ გამოსვლის სხვადასხვანაირად ინტერპრეტირებამ ოპოზიციურ ერთობას საფრთხე არ შეუქმნას.

P.s სტატია ჩვენ არ გვეკუთვნის. სტატია გამოქვეყნებულია kvirispalitra.ge-ს მიერ.

#news #politics
Headline
Tbilisi · 7 months ago
11
Write a comment