0
აქცია მერიასთან „ანას ბაღის“ დასაცავად თბილისის მერიასთან საპროტესტო აქცია იმართება. ადგილზე „ანას ბაღის“ დამცველები არიან შეკრებილნი და ვარკეთილში, ბაღის მიმდებარედ მაღალსართულიანი კორპუსის მშენებლობას აპროტესტებენ. აქციის პარალელურად, დედაქალაქის მერიაში მიმდინარეობს იურიდიულ საკითხთა კომისიის სხდომა, სადაც სწორედ მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებით მსჯელობენ. აქტივისტები მერიასთან ყვითელი ბარათებით მოვიდნენ და აცხადებენ, რომ დედაქალაქის მერს არ ესმის ხალხის ხმა, ამიტომაც მას, როგორც ყოფილ ფეხბურთელს, ყვითელ ბარათს უჩვენებენ.
#თბილისი
#tbilisi
#თბილისის
#მერია
#ანას
#ბაღი
#აქცია
#news
0