0
სამართლიანობის აღდგენა თუ პოლიტიკური შურისძიება? ყოფილი თბილისის მერი და პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიგი უგულავა ციხეში მიდის. მესამედ და თანაც საქმეზე, რომლის სასჯელიც უკვე მოხდილი აქვს(ბიუჯეტის არამიზნობრივი ხარჯვა). კიდევ უფრო ბუნდოვანია ის ფაქტი რომ განაჩენი გამოაქვს მოსამართლეს, რომელიც თავისდროზე იგივე საქმის მთავარი პროკურორი იყო. „საარჩევნო წელიწადი არაფერ შუაში არ არის, “ - თქვა კახი კალაძემ და და დაამატა, რომ თუ ადამიანს ბრალი აქვს წაყენებული, იგი კანონის წინაშე პასუხს აუცილებლად აგებს. მიუხედავად თბილისის მერის ამ განცხადებისა არ ცხრება საუბრები იმის შესახებ, რომ ერთ-ერთ მთავარი ოპოზიციონერის დაჭერის მიზეზი სწორედ არჩევნები და მის ირგვლივ არსებული მოვლენებია. პოლიტიკური ანგარიშსწორების შესახებ საუბრობენ საქართველოს ფარგლებს გარეთაც. „სასამართლოს იარაღად გამოყენება დემოკრატია არ არის“ - ასე ეხმაურება გიგი უგულავას დაკავებას ამერიკელი კონგრესმენი ადამ კინზინგერი. „იმედგაცრუებული ვარ, რომ საქართველომ გადაწყვიტა გააძლიეროს პოლიტიკურად მოტივირებული ძალადობა ოპოზიციონერ პოლიტიკოსებზე“ - წერს საკუთარ Twitter-ის გვერდზე ამერიკელი სენატორი ჯიმ რიში. დიდი ალბათობით, არასტაბილური პოლიტიკური სიტუაცია ნეგატიურად აისახება თავად ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზედაც. მიუხედავად იმისა, რომ გიგი უგულავას მერობის პერიოდთან დაკავშირებით წლების განმავლობაში ბევრი კითხვის ნიშანია დაგროვილი, ობიექტური გადმოსახედიდან მართლაც უცნაურია, რომ მისი დაკავება მაინცდამაინც წინასაარჩევნო პერიოდის სამზადისისას ხდება. იგივე დროს, ოპოზიცია მმართველ გუნდთან მოლაპარაკებებს ასრულებს და ისევ აქციების რეჟიმს უბრუნდება. როგორც ჩანს წინ ცხელი წინასაარჩევნო პერიოდი გველის!
#თბილისი
#tbilisi
#თბილისისმერი
#გიგი
#უგულავა
#კახი
#კალაძე
#პარტნიორები
#კინზირგერი
#ჯიმრიში
#ეკონომიკა
#ოპოზიცია
#tbilisidaily
#news
#politics
0