ძველი შენობები და სერვისები შშმ პირებზე სრულად ადაპტირდება.
დღეს, საქართველოში არსებული შენობა-ნაგებობების უმეტესობა შშმ პირების საჭიროებებზე მორგებულ სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს. ყოველდღიურად, მათ არამარტო ქუჩაში, არამედ სხვადასხვა დაწესებულებებსა და საკუთარი საცხოვრებლის მიმდებარე ტერიტორიაზეც უჭირთ გადაადგილება. შენობების უმეტოსობას არ გააჩნია ე.წ. პანდუსები. გარდა ამისა, სხვადასხვა მომსახურებით სფეროში არ არსებობს შშმ პირთა მომსახურების შესაბამისი სერვისები.
აქედან გამომდინარე, პარლამენტში ახალი კანონი იქნა ინიცირებული, რომლის მიხედვითაც, დროთა განმავლობაში შშმ პირებისთვის ძველი შენობების სრულად ადაპტირება მოხდება
კანონპროექტით ყველა შესაბამისმა ორგანომ/დაწესებულებამ ეტაპობრივად უნდა განახორციელოს უკვე აშენებული შენობა-ნაგებობების და სხვა სახის ინფრასტრუქტურის უნივერსალური დიზაინის შემუშავება. ამის განსახორციელებლად მათ 15 წელიწადი მიეცემათ.
გარდა ამისა, კომპანიებს ექნებათ ვალდებულება, მათი არსებული სერვისები შშმ პირების საჭიროებებს მოარგონ. აღნიშნული გულისხმობს: ადაპტირებული პროგრამებისა და მასალების, მათ შორის, აუდიოწიგნების, ბრაილის შრიფტით დაბეჭდილი წიგნების, თარგმანების, სუბტიტრების და სხვადასხვა სახის შეთავაზებებს.
#თბილისი
#tbilisi
#შშმპირები
#შშმსაზოგადოება
#პარლამენტი
#ინიცირება
#კანონო
#tbilisidaily
#news