100 საინვესტიციო შეთავაზება!”- ეკონომიკის სამინისტროს ახალი შეთავაზება კერძო სექტორს.
საქართველოს წიაღისეულის მოპოვებისა და გადამუშავების პროექტი დაიწყო. ეკონომიკის სამინისტროსა და წიაღის ეროვნული სააგენტოს ინიციატივა კერძო სექტორს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიას სთავაზობს.
პროგრამის ფარგლებში, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში შეირჩა და აუქციონზე განთავსდა კომერციულად მიმზიდველი 100 საბადო. პროექტზე ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ დღეს გამართულ პრეზენტაციაზე ისაუბრა. ნათია თურნავას თქმით პროექტი ახალი სამუშაო ადგილების შექმნას ხელს შუწყობს და სახელმწიფო ბიუჯეტს გააძლიერებს.
"ჯამში, მთელი შეთავაზების პაკეტში შედის 100 ლიცენზია, 100 წიაღისეული, ეს არის, სულ მცირე, 82 მილიონი ლარის საწყისი ღირებულების პაკეტი. სახელმწიფო ბიუჯეტში მოხდება სულ მცირე 120 მილიონი ლარის ინვესტიცია, რა ვალდებულებასაც აიღებს ბიზნესი იმ ნაწილში, რომ არამხოლოდ მოიპოვოს, არამედ გადაამუშავოს ეს წიაღისეულ. ეს კი თავის მხრივ ნიშნავს სულ მცირე 1800 ახალ სამუშაო ადგილს"-განაცხადა ნათია თურნავამ.
#თბილისი
#tbilisi
#შეთავაზება
#ეკონომიკის
#სამინისტრო
#ნათია
#თურნავა
#tbilisidaily
#news
#business