0
⭕️კოსპოსური ზონდი Parker-ი მზესთან მიახლოების რეკორდებს ამყარებს
#TechCloud
#TechCloudNews
#Technology
#TechnologyFeed
#TechFeedc
კოსმოსური ზონდი Parker-ი, 2018 წლის აგვისტოდან, იკვლევს მზის ზედაპირს. მზის გარშემო მესამე ბრუნის დროს ხომალდმა შეძლო, რომ მიახლოებოდა მას რეკორდულ მანძილზე — 18 მილიონი კილომეტრი, რითიც მნიშვნელოვანი აღმოჩენა გააკეთა. როგორც მკვლევრები აცხადებენ NASA-დან, Parker-მა შეძლო მიახლოება მნათობთან რეკორდულ მანძილზე და ჩვეულებრივ აგრძელებს მუშაობას საშტატო რეჟიმში. ზონდი აღჭურვილია “რთული აპარატურით”, რომელიც იკვლევს მზის ქარებს და მის ზეგავლენას დედამიწაზე. თუმცა, რაც უფრო მიუახლოვდება Parker-ი მზეს, მით უფრო ზუსტი იქნება ცნობები რომელსაც ის გადასცემს მეცნიერებს. როგორც სპეციალისტები აცხადებენ, 1 თებერვალს Parker-მა გაუგზავნა NASA-ს მეცნიერებს “A სტატუს”-ის სიგნალი. ეს ნიშნავს იმას, რომ მეოთხე ბრუნის დროს ხომალდი მზეს კიდევ უფრო მიუახლოვდება. ზონდს უკვე აქვს მოხსნილი ორი რეკორდი: •ყველაზე სწრაფი ხელოვნური ობიექტი: 393044 კილომეტრი საათში •უახლოესი ობიექტი მზესთან: 18, 6 მილიონი კილომეტრი მოგეწონა პოსტი? მაშინ აუცილებლად ⬆️დააUpVote-ე ?მეტი პოსტის სანახავად ესტუმრე TechCloud☁️-ის Feed?-ს
0