მამის მკვლელობისთვის დაკავებულ ჩხოროწყუელ მამაკაცს ბრალი წარუდგინეს

0
35 წლის კობა წურწუმიას, რომელმაც, გამოძიების ინფორმაციით, სამი დღის წინ მამა ცივი იარაღით, მოკლა, ბრალი ქუთაისის კლინიკაში წარუდგინეს. ის ბადრაგის მეთვალყურეობის ქვეშ საავადმყოფოში რჩება. წურწუმიას ბრალი სს კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილით წარუდგინეს, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს. ბრალდებულს, რომელმაც, შსს-ს ცნობით, ჩადენილი დანაშაულის შემდეგ თვითდაზიანებები მიიყენა, ოპერაცია ჩაუტარდა. მისი აღკვეთის ღონისძიებაზე, სასამართლო, სავარაუდოდ, ხვალ იმსჯელებს. ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სიახლეებსა და ბლოგებს.
#ახალიამბები
#სამართალი
#zugdididaily
წყარო: რადიო ათინათი
0