პროექტი „ზრუნვა“ - უყიდეთ ინტერნეტით საკვები მას, ვისაც დახმარება სჭირდება
„დაეხმარე მას, ვისთვისაც ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია” - ვებ-პლატფორმა shen.ge-ზე ახალი სოციალური პროექტი „ზრუნვა“ გამოჩნდა. პროექტის ფარგლებში ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ვირტუალური მაღაზიის მეშვეობით ბარათით შეიძინოს პირველადი მოხმარების საკვები პროდუქტები, რომლებიც შემდგომ შარტავას ქუჩაზე არსებულ სპეციალურ მაცივარში განთავსდება. მაცივარში მოთავსებული პროდუქტებით ისარგებლებენ მრავალშვილიანი ოჯახები, მარტოხელა მოხუცები და, ზოგადად, ყველა ის ადამიანი, ვისაც დამატებითი მზრუნველობა ესაჭიროება.
პირველ ეტაპზე „ზრუნვის მაცივარი“ მხოლოდ შარტავას ქუჩაზე განთავსდა, თუმცა სამომავლოდ იგეგმება მათი რაოდენობის ზრდა და თბილისის მთელი არეალის დაფარვა. არსებობს იდეა, რომ მსგავსი მაცივრები დაიდგას სუპერმარკეტებშიც.
პროექტი „ზრუნვა“ ქველმოქმედებისა და სოციალური პასუხისმგებლობის პრინციპების დანერგვას ისახავს მიზნად. იგი ყველა მსურველს საშუალებას აძლევს თავისი პატარა წვლილი შეიტანოს იმ ადამიანების დასახმარებლად, რომლებიც განსაკუთრებულად საჭიროებენ თანადგომას.
#თბილისი
#tbilisi
#პროექტი
#ზრუნვა
#იზრუნე
#სოციალურიპასუხისმგებლობა
#კოსტავასქუჩა
#tbilisidaily
#news