0
ძველგვარდიელები” ყოფილი თანაგუნდელების წინააღმდეგ. “გიორგი მარგველაშვილმა შეგვარცხვინა და თავი მოგვჭრა” - ეს განცხადება ბიძინა ივანიშვილმა ჯერ კიდევ 2015 წელს გააკეთა. მაშინ ქართული ოცნების თავჯდომარე გიორგი მარგველაშვილს, მთავრობის ნების საწინააღმდეგოდ, გაეროში წასვლის გამო აკრიტიკებდა. თუმცა, როგორც ჩანს მალე ქართველ ოლიგარქს ყოფილი პრეზიდენტის კრიტიკისთვის უფრო მეტი მიზეზი ექნება. გიორგი მარგველაშვილი პოლიტიკაში ბრუნდება. თან ისე, რომ მთავარ მიზნად ყოფილი პარტიელების მმართველობის დასრულებას ასახელებს. მარგველაშვილი ერთადერთი არ არის, ვინც მმართველი პარტიის წინააღმდეგ ბრძოლის გაჩაღებას აანონსებს. ქვეყნის მეხუთე პრეზიდენტის ოპოზიციაში მიდის ყოფილი პრემიერი გიორგი კვირიკაშვილიც. ზუსტად ისეთ დროს, როდესაც ქვეყანაში ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის დაძაბულობა პიკს აღწევს. მაშინ, როცა ოპოზიციის ერთ-ერთ მთავარ ლიდერს აკავებენ, მოლაპარაკებები კი ჩიხში შედის, თამაშში „ძველგვარდიელები“ ერთვებიან. მარგველაშვილი „გაერთიანებულ ოპოზიციაში“ შესვლასაც არ გამორიცხავს. მიდის საუბრები მამუკა ხაზარაძის „ლელო საქართველოში“ გაერთიანებაზეც. ამ მხრივ ჯერჯერობით უცნობია თუ როგორ პოზიციას დაიკავებს გიორგი კვირიკაშვილი. ფაქტია, რომ არცერთ მათგანს მოქმედების კონკრეტული გეგმა ამ დროისთვის არ გააჩნია. ჯერჯერობით უცნობია თუ რას ფიქრობენ აღნიშნულთან დაკავშირებით სამთავრობო სექტორში. თუმცა, უკვე ვრცელდება სპეკულაციები მმართველი გუნდის მხრიდან გიორგი კვირიკაშვილის წინააღმდეგ მიმართული კონკრეტული ქმედების შესახებ. კერძოდ, ორი დღის წინ ყოფილი პრემიერის მიერ ფეისბუქზე დაწერილი განცხადების შემდეგ, რომ გიგი უგულავას დაჭერა რიგითი პოლიტიკური დაკვეთაა, კვირიკაშვილის ოფიციალური გვერდი Facebook სივრცეში საერთოდ აღარ იძებნება. „ფეისბუქ ტროლების“ ისტორიის შემდეგ აღნიშნული მთავრობის მიმართ საკმაოდ ბუნებრივ შეკითხვებს აჩენს.
#თბილისი
#საქართველო
#საქართველოსპარლამენტი
#მთავრობა
#გიორგი
#მარგველაშვილი
#კვირიკაშვილი
#პოზიცია
#ოპოზიცია
#tbilisidaily
#politics
#news
0