1125 წლის 24 იანვარს (ახ.სტ. 6 თებერვალი), 53 წლის ასაკში, გარდაიცვალა საქართველოს მეფე დავით IV აღმაშენებელი. მემატიანის გადმოცემით, მეფეს დიდხანს არ უავადმყოფია. 1124 წლის შემოდგომაზე მან შირვანი შემოიმტკიცა და იქაური საქმეები განაგო. ზამთარი საქართველოში გაატარა, სადაც უეცრად შეუძლოდ შეიქნა და გარდაიცვალა...
დავით აღმაშენებლის სიკვდილის შემდეგ მალევე დედოფალი გურანდუხტი მიდის იერუსალიმში და მონაზონი ხდება(თანაც კათოლიკე), საქართველოში ტოვებს თავის მცირეწლოვან 7 წლის ვაჟს ცვატა ვახტანგს. 1130 წელს დემეტრე მეფის ( რომელიც დავითს თავისი პირველი, სომეხი ცოლისგან ჰყავდა და ეგ ქორწინებაც ბურუსითაა მოცული) წინააღმდეგ ეწყობა აჯანყება. როდესაც დემეტრემ აჯანყება ჩაახშო აჯანყებულებმა თავიანთ მეთავედ 12 წლის ცვატა ვახტანგი დაასახელეს. დემეტრემ კი მას თვალები დათხარა... ყველაფრის თავი და თავი კი დავით აღმაშენებლის ანდერძია რომლის მიხედვითაც ის მემკვიდრედ დემეტრეს ცნობს მაგრამ ასევე ამატებს ერთ მნიშვნელოვან და სადავო პუნქტს : თუ ცვატა ვახტანგი ივარგებს, დაე ის იყოს მეფე დემეტრეს შემდეგო...
გადის წლები და დემეტრეს მეორე დიდი აჯანყების მოგერიება მოუწია რომელსაც სათავეში თავისი უფროსი ვაჟი დავითი ედგა, დავითი არ ნებდებოდა და მეორე ცდაზე მან შეძლო და ტახტი დაატოვებინა დემეტრეს რომელიც მონასტერსი წავიდა და ბერად აღიკვეცა დამიანეს სახელით... როგორც ისტორიკოსები ამბობენ დემეტრე ტაძარში დავითის სიკვდილს ევედრებოდა ღმერთსო... დავითის მეფობა დიდ ხანს არ გაგრძელებულა, 6 თვეში ის ძალზედ საეჭვო ვითარებაში გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზზე დუმს ქართული ისტორიოგრაფია მაგრამ 2 სომხური წყარო აღწერს მაგ გარემოებას და ისინი ხელს ორბელებს ადებენ(იმ ორბელებს რომლებმსაც დავითის ვაჟი, უფლისწული დემნა მიაბარეს აღსაზრდელად, წლების შემდეგ კი ორბელთა ქალიშვილიც მიათხოვეს). ხოლო ერთ-ერთი წყარო კი დამკვეთათ დემეტრეს მეორე ვაჟს, დავითის უმცროს ძმას გიორგი მესამეს ასახელებენ. დავითის სიკვდილის მერე დემეტრე იბრუნებს ტახტს და მემკვიდრედ არა დემნას არამედ გიორგის ასახელებს. საკვირველია "შენ ხარ ვენახის" დამწერის ასეთი არაჰუმანური საქციელები და კიდევ უფრო მისი ზედმეტად ჰუმანური რეპუტაცია... ის ხომ უფროსი ძეა დავით აღმაშენებლის... ის ერთადერთია რომელსაც თვით დავით აღმაშენებელი აფასებდა როგორც მასზე აღმატებულ, ძლიერ და ბრძენ პიროვნებად( საკვირველია თუ გულწრფელად ფიქრობდა ასე, რაღატომ დაურთო თავის ანდერძს ის სადავო პუნქტი მემკვიდრეობაზე) მაგრამ ფაქტები სულ სხვა რამეს მეტყველებს...
პ.ს საქართველოს ისტორიიდან ბევრი ფაქტის განხილვას შევსწრებივარ მაგრამ დავით აღმაშენებლის სიკვდილისას არასდროს... არადა ლოგიკურია 53 წლის ძლიერი და ჯანმრთელი მეფე სექტემბერში წარმატებით ლაშქრობდეს და იანვარში უცებ(მართალია ავადმყოფობით მაგრამ მემატიანეც ამბობს დიდხანს არ უავადმყოფიაო) კვდებოდეს?! იმ ყველაფრის ფონზე რაზეც ზევით ვისაუბრე, რამდენად მიგაჩნიათ საეჭვო გარემოებად დავით აღმაშენებლის ისე მოულოდნელი ავადმყოფობა და უეცარი გარდაცვალება სულ რაღაც 53 წლის ასაკში?