0
Meme, როგორც ახალი საარჩევნო იარაღი. ამერიკის 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნები ბევრი რამით იქნება გამორჩეული. პირველი რასაც აუცილებლად შეამჩნევთ, ეს საარჩევნო კანდიდატებში რესპუბლიკელების ნაკლებობაა(სულ ორი კანდიდატი). თუმცა, ამ სტატიაში კიდევ უფრო საინტერესო და გარკვეულწილად ღიმილის მომგვრელ ამბავზე უნდა მოგიყვეთ. მაიკ ბლუმბერგი ერთ-ერთია იმათ შორის, ვისაც გამარჯვების საკმაოდ დიდი შანსი აქვს. ყოფილი ნიუ იორკის მერი(2002-2013) და ფილანტროფი 2020 წელს საპრეზიდენტო არჩევნებზე დემოკრატების სახელით წარდგება. ამ ყველაფერში უცნაური არაფერი იქნებოდა, რომ არა ერთი ფაქტი: დღეს დილით(საქართველოს დროით) გავრცელებული ინფორმაციით ბლუმბერგი კონტრაქტს აფორმებს ერთ-ერთ ყველაზე დიდ Meme-ების მწარმოებელ კომპანია Jerry Media-სთან. სოციალურ ქსელ Instagram-ზე უკვე ვირუსულად ვრცელდება სხვადასხვა სახის Meme-ები 77 წლის ბლუმბერგის ძლიერ პოლიტიკოსობთან, კარგ შესახედაობასთან და სანდომიან სახესთან დაკავშირებით. ვნახოთ, როგორ გავლენას მოახდენს ეს კამპანია ბლუმბერგის სამომავლო წარმატებაზე და ზოგადად, იქნება თუ არა Meme war ახალი ეტაპი ამერიკის და მსოფლიოს სხვა ქვეყნების წინასაარჩევნო დაპირისპირებების ისტორიაში.
#ამერიკა
#არჩევნები
#ბლუმბერგი
#მიმი
#მიმისაზოგადოება
#tbilisidaily
#news
#politics
0