ვოცნებობთ მოედანზე – რას ითხოვენ ბავშვები ?

0
კახაიანოურის ადმინისტრაციულ ერთეულში რამდენიმე ქუჩაზე – ნიკო მარის, ჯორჯიაშვილისა და ევდოშვილის ქუჩებზე მაცხოვრებელი ბავშვების ერთადერთ გასართობ ადგილს წარმოადგენს, თუმცა მოედანი ამორტიზებულია. ბავშვების თქმით, აქ უმეტესად საღამოობით გადიან სათამაშოდ, თუმცა განათება არაა. შესაბამისად გართობას ფაქტიურად ვერ ახერხებენ. “სკოლის დარაჯი გვინათებს ხოლმე მოედანს, რომ ვითამაშოთ“ – ამბობენ ბავშვები. ბავშვებთან ერთად პრობლემის მოგვარებასა და გადაჭრას ითხოვენ მოზრდილებიც. მათი თქმით პატარებს გასართობი სჭირდებათ. ევდოშვილის ქუჩაზე ამისათვის შესაბამის ადგილად საბავშვო ბაღის უკანა ტერიტორიას მოიაზრებენ. ფართობი ამ ეტაპზე ბალახადაა წასული, თუმცა როგორც ჩანს, აქ ადრე მოედანიც იყო და სხვა გასართობი ატრაქციებიც. ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. აპლიკაციის გადმოსაწერად დააჭირეთ ამ ბმულს: download.feedc.com
#სიახლე
#საფეხბურთომოედანი
#ბავშვები
#kutaisidaily
წყარო - megatv.ge
#ჯანსაღიცხოვრება
#სპორტი
#ახალიამბები
0