რატომ არ უნდა მოვიხმაროთ პლასტმასის და პოლიეთინელის პარკები?
პლასტმასის ნედლეულს ნავთობის დისტალაციის შედეგად მიიღებენ, გამოყოფს ტოქსინებს და მისი მრავალჯერადი გამოყენება საშიშია ჯანმრთელობისთვის. მისაღებია თუ ერთჯერად ბოთლს მინის ან ალუმინის მრავალჯერადი გამოყენების ბოთლით ჩავანაცვლებთ.
დედამიწაზე, ადამიანები ყოველწლირად 38 მილიარდ წყლის ბოთლს მოიხმარენ. ეს მაშინ, როდესაც ერთი პლასტმასის ბოთლის გახრწნას დაახლოებით 1000 წელი სჭირდება და გახრწნის შემდეგაც კი, სრულად არ დეგრადირდება. იგივე შეგვიძლია ვთქვათ პოლიეთილენის პარკებზეც. კლავს ცხოველებს, ფრინველებსა და თევზებს. ანაგვიანებს ოკეანეებს, ზღვებსა და მწვანე საფარს. საშუალოდ ერთ მრავალჯერადად გამოყენების ბოთლს 300 პლასტმასის ბოთლის ჩანაცვლება შეუძლია.
აღნიშნულ პროცესს მსოფიოს სხვადასხვა ქვეყნები განსხვავებული მეთოდებით ებრძვიან. მაგალითად, ნიუ-ორკის მერმა, ბილ დე ბალაზიომ ხელი მოაწერა კანონს, რომელიც 2021 წლიდან ყველა სახის პლასტმასის ბოთლში ჩამოსხმული სასმლის გაყიდვას კრძალავს.
რა ხდება საქართველოში?
სამწუხაროდ, ამ დროისთვის იგივე მიმართულებით არცერთი ქმედითი ნაბიჯი არ არის გადადგმული. ინფორმაციული ვაკუუმია თავად საზოგადოებაშიდაც. დედაქალაქ თბილისის უბნებში ხშირად დაინახავთ ძირს დაყრილ ბოთლებსა თუ პოლიეთიენის პარკებს, რომელიც ხშირ შემთხვევაში ქარს მიაქვს და ხეებზე გამოფენს ხოლმე. თითქოს საზოგადოებას დანაშაულში ამხელს.
შეჯამებისთვის, უნდა აღინიშნოს, რომ მცირე ნაბიჯები გადაიდგა პოლიეთინელის პარკების წარმოების შეზღუდვაზე. თუ რა შედეგი გამოიღო ამ დროისთვის აღნიშნულმა რეგულაციებმა, საზოგადოებამ თავად განსაჯოს.
#თბილისი
#tbilisi
#პოლიეთინელი
#პლასტიკა
#ბოთლი
#პარკი
#მსოფლიო
#საქართველო
#tbilisidaily
#opinion