სტალინის პრინციპები და ანდერძი - დიალოგი ჰოვარდთან

0
“საბჭოთა ხალხის განსწავლულობის” სტალინისეული იდეა მოიცავდა რამდენიმე კომპონენტს: -საბჭოთა მანეთი აუცილებელად უნდა ყოფილიყო მყარი ვალუტა -აუცილებელი იყო მეცნიერთა კომპაქტურად დასახლებული კამპუსების აშენება და მეცნიერთათვის ხელსაყრელი პირობების შექმნა; -საჭირო იყო ქვეყნის საწარმოების ხელმძღვანელი პირების მიმართ ისეთი მექანიზმის შემუშავება, რომ მათ სტიმული ჰქონოდათ ახალ–ახალი ინოვაციების დანერგვისა მრეწველობაში; -აუცილებელი იყო სამეცნერო დარგების გამოყოფა მრეწველობისგან, რათა მეცნიერება არ გადაქცეულიყო მრეწველობის დანამატად და მეცნიერებს, თავის მხრივ, დაენერგათ თავიანთი მიღწევები მრეწველობაში. სტალინის მიერ დატოვებული ანდერძი. “ვფიქრობ, რომ აუცილებელია, უკუვაგდოთ (არა გადავდოთ _ გრ. ონიანი) ზოგიერთი სხვა ცნებაც, ამოღებული მარქსის “კაპიტალიდან”, რომლებშიც მარქსი აანალიზებდა კაპიტალიზმს, და რომლებსაც ხელოვნურად აწებებენ ჩვენს სოციალისტურ ურთიერთობებს. მხედველობაში მაქვს, ისეთი ცნებები, როგორებიცაა “აუცილებელი” და “ზედმეტი” შრომა, “აუცილებელი” და “ზედმეტი” პროდუქტი, “აუცილებელი” და “ზედმეტი” დრო. ვფიქრობ, ჩვენმა ეკონომისტებმა ბოლო უნდა მოუღონ ამ შეუსაბამობას ძველ ცნებებსა (მარქსის ცნება უკვე დააძველა, ვიდრე მოქმედებას დაიწყებდა _გრ. ონიანი) და ჩვენს სოციალისტურ ქვეყანაში შექმნილ ახალ ვითარებას შორის და შეცვალონ ძველი ცნებები ახალი მიდგომების შესაბამისი ახალი ცნებებით. ჩვენ შეგვეძლო, გარკვეულ მომენტამდე მოგვეთმინა ეს, მაგრამ ახლა დადგა დრო, როდესაც უნდა მოვსპოთ ეს შეუსაბამობა”. სტალინისა და ჰოვარდის დიალოგი ჰოვარდი: შესაძლებელია ამერიკული დემოკრატიისა და საბჭოთა წყობილების განვითარება და არსებობა პარალელურად? სტალინი: ამერიკულ დემოკრატიას და საბჭოთა სისტემას მშვიდად შეუძლიათ თანაარსებობა, მაგრამ ერთი მეორეში ვერ გადაიზრდება, ანუ საბჭოთა სისტემა ვერ გადაიზრდება ამერიკულ დემოკრატიაში და პირიქით. დიახ, ჩვენ შეგვიძლია მშვიდობიანი თანაარსებობა. ჰოვარდი: როგორც ცნობილია, სსრკ-ში მუშავდება ახალი კონსტიტუცია. რას შეცვლის ეს სსრკ-ში, არჩევნებზე ხომ მხოლოდ ერთი პარტია იქნება წარმოდგენილი? სტალინი: ახალ კონსტიტუციას, სავარაუდოდ, ამ წლის ბოლოს მივიღებთ და, როგორც იყო გამოცხადებული, ახალი კონსტიტუცია საშუალებას მოგვცემს, არჩევნები იყოს თანასწორი, პირდაპირი და ფარული. გასაგებია, რომ გიკვირთ, არჩევნებში მხოლოდ ერთი პარტია მონაწილეობსო, რადგან ასეთ პირობებში ვერ ნახავთ საარჩევნო მარათონს პარტიებს შორის. მაგრამ ფაქტია, რომ საარჩევნო სიებს წარმოადგენს არა მხოლოდ კომუნისტური პარტია, არამედ ქვეყანაში არსებული ნებისმიერი არაპარტიული საზოგადოებრივი ორგანიზაცია. ასეთი ორგანიზაცია ქვეყანაში რამდენიმე ასეულია. ჩვენს ქვეყანაში არ არსებობს ურთიერთსაწინააღმდეგო პარტიები, ისევე, როგორც არ არსებობს კაპიტალისტური კლასი, ანუ ექსპლუატატორების კლასი. ჩვენი საზოგადოება შედგება თავისუფალი ადამიანებისგან, მუშა-მოსამსახურეებისგან, გლეხებისა და ინტელიგენციისგან. ყველა მათგანს აქვს თავისი ინტერესი, რომელიც თავისუფლად შეიძლება გაასაჯაროონ ზემოხსენებულ ორგანიზაციებში. ბოლოს კი მთავარი, ვინაიდან სოციალისტურ საზოგადოებაში, ანუ ჩვენთან არ არსებობს საზოგადოებრივი ფენები, რომელთა შორის არის რადიკალური ზღვარი და, შესაბამისად, არ არის იმის ნიადაგი, რომ შეიქმნას სხვა პარტია, რომელიც დაუპირისპირდება ჩვენს პარტიას არჩევნებზე. იქ, სადაც არ არის სხვადახვა კლასი, ვერ იარსებებს სხვადასხვა პარტია. ჩვენი პარტია კი არის არსებული კლასის ნაწილი.
0