0
“დამპლური თამაშები” პოლიტიკური რუპორების ენაზე. 90იანი წლებიდან მოყოლებული საქართველოში გაჩნდა ისეთი ადამიანების დასტა, რომლებიც პოლიტიკური დაპირისპირებების ფონზე საკუთარ ჯიბეს საკმაოდ მსუყედ ივსებენ. იგივე დროს ყველაზე ტრაგიკული საზოგადოების ნაწილის მდგომარეობაა, რომელიც პროპაგანდისტულ ფრაზებსა და განცხადებებზე ემოციურად რეაგირებს. ბოლო ათწლეულმა ბევრი რამ ნათლად დაგვანახა. ყველაზე მეტად კი მაინც ის რომ ოპოზიცია-პოზიციის რეალური მიზანი ძალაუფლების მიღება-შენარჩუნებაა, რომელიც დიდ შესაძლებლობებს აჩენს. სწორედ ამისთვის არსებობენ აზრის რუპორები. პირველად შალვა რამიშვილზე უნდა მოგახსენოთ. ბნ. შალვას იდეოლოგიური შეხედულება საკმაოდ დამაბნეველია. თემის განსავრცობად შემოგთავაზებთ რამიშვილის მცირე რეზიუმეს: 2003 წელს ნაციონალების მაქებარი და მთავარი პროპაგანდისტი, 2005 წელს მოულოდნელად (და მისი მტკიცებით უსამართლოდ) ციხეში ხვდება. 2009 წელს ციხიდან გამოდის და “რადიო თავისუფლებასთან” ინტერვიუში პირდაპირ ამბობს, რომ მის ძველ მეგობართან, მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრას სიამოვნებით ისურვებდა. კარიერის ახალი ეტაპი უკავშირდება იმ დროისთვის პროსახელისუფლებო “იმედს”, რასაც უკვე შემდეგ ბიძინას ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლა და შალვას ოპოზიციურად განწყობილ “მაესტროში” გადასვლა მოსდევს. მოკლედ ამ ადამიანის შემოქმედებითი კარიერა და პოლიტიკური სიმპატიები სრული დომხალია… ამავდროულად საკმაოდ ცხადიც: სადაც მეტი ფულია, იქ არის ბატონი შალვაც. შედარებით პრინციპული, მაგრამ არანაკლებ პოლიტიკური გაბარიტების მქონეა ნიკა გვარამია. პრინციპული შეხედულებებში, მაგრამ გამოთქმული ფრაზების დამოწმებაში ნაკლებად. საუბარია ადამიანზე, რომლის სახელიც ფიგურირებს 2007 წლის 7 ნოემბრისა და სანდრო გირგვლიანი საქმეებში. ასევე აღსანიშნავია 2012 წელს მისი კორუფციის ბრალდებით დაკავება, რომლის ვერ დამტკიცების გამოც ის ციხიდან მალევე გამოუშვეს. სწორედ 2012 წელს ის ნომერ პირველი ოპოზიციური არხის (ახალი ხელისუფლების პირობებში), რუსთავი ორის სათავეში მოდის. გვარამია აანალიზებს რომ მოსახლეობის მხრიდან მისი ყოფილი პარტიის მისამართით საკმაოდ დიდი ნეგატივია დაგროვილი, სწორედ ამიტომ დირექტორობის საწყის ეტაპზე საკმაოდ პერმანენტული და მშვიდი პერსონის იერსახეს ინარჩუნებს. ზოგადად მისი ოპოზიციაში გადასვლის შემდეგ გარკვეული პერიოდის განმავლობაში ის ორი სხვადასხვა სახით წარმოგვიდგება: 2015 წლამდე და 2015 წლის შემდეგი ნიკა გვარამია. ხელისუფლებასთან მიმართებით ხალხის გარკვეული ნაწილის პროტესტის ფონზე იწყება მისი, როგორც ოპოზიციურად განწყობილი ლიდერის აღმასვლა. ნელნელა იმატა განცხადებების და მოწოდებების სიმწვავემაც. გვარამიას ტონში მოიმატა თავდაჯერებულობამაც. ადამიანი, რომელიც საზოგადოებამ ხელმეორედ პროექტ “ნიჭიერში” შექმნილი არაორდინალური პერსონით გაიცნო, უკვე შემდგომ ოპოზიციურად განწყობილი ტელეარხის ლიდერად ყალიბდება, რომელიც არ ერიდება მწვავე განცხადებები გააკეთოს: გადატრიალების, სისტემის დამხობის, ხალხის საქვეყნოდ მობილიზების შესახებ. ცალკე აღნიშვნის ღირსია მისი სასაუბრო ლექსიკაც, რომელიც ყოველგვარ ეთიკურ ნორმებს ეწინააღმდეგება. ნებისმიერ შემთხვევაში მსგავსი რუპორები, მიუხედავად მათი პიროვნებისა, საზოგადოებაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენენ. მათი თითოეული მოწოდება ხშირად ბევრი ადამიანის არასწორ გზაზე მამოძრავებელი ძალა ხდება. რა იწვევს ამას? ამაზე საუბარი საკმაოდ შორს წაგვიყვანს. თუმცა, კი ფაქტია რომ საზოგადოება ინფორმაციულ ვაკუუმშია, იგივე ძალები კი ამ ყოველივეს სათავისოდ გამოყენებას ყოველდღიურად ცდილობენ.
#თბილისი
#საქართველო
#პოლიტიკა
#შალვა
#რამიშვილი
#ნიკა
#გვარამია
#პოზიცია
#ოპოზიცია
#tbilisidaily
#opinion
0