0
⭕ნუგზარ შარია ოსკარების ჟიურის თავმჯდომარედ აირჩიეს⭕ ჟურნალისტი ზურაბ შარია საკუთარ ფეისბუქგვერდზე დიდი ხნის წინ ემიგრაციაში წასულ მამას, მსახიობ ნუგზარ შარიას ოსკარების ჟიურის თავმჯდომარედ არჩევას ულოცავს. “იმდენად, რამდენადაც, ” ჟურნალისტებს”, პოლიტიკური სკანდალის გარდა, აღარაფერი აინტერესებთ და იოლი გზა ნახეს რეიტინგისთვის, მე გამცნობთ, რომ ა.წ. 5 იანვარს, ლოს ანჟელესში, ოსკარების ჟიურის შეკრებაზე, ჟიურის თავჯდომარედ, ფარული კენჭისყრით, ნუგზარ შარია იქნა არჩეული. ნუგზარ შარიას კანდიდატურა, სტივენ სპილბერგმა წარადგინა! ნოემბერში , ნუგზარ შარია უჟგორდში იყო მიწვეული და იქ მიიღო ოსკარების ჟიურის მიწვევაც, თავჯდომარედ არჩევამ ყველა მოლოდინს გადააჭარბა. ვულოცავ საქართველოს და შარიებს ამ წარმატებას. გილოცავ მამაჩემო!”- წერს ზურაბ შარია. მსახიობი ნუგზარ შარია მონაწილეობდა ფილმებში “ხევისბერი გოჩა“, „პალიასტომი“, „აბესალომ და ეთერი“, „ენგურის ნაპირებზე“… ის გასული საუკუნის 70-იან წლებში წავიდა ემიგრაციაში და დღემდე ამერიკაში ცხოვრობს.
#goodplaces
#politics
#news
#photo
#art
#events
#opinion
#funny
#crypto
#design
#food
#gaming
#religion
#business
#sport
0