რა არის ადამიანი?

0
ადამიანში კონცენტრირებულია ყოფიერების ყველა შრე, ყველა ფენა. ამდენად, ის გამოდის ცენტრი, რომელიც აკავშირებს ღმერთსა და სამყაროს. ერთგვარ შუამავალად გვევლინება. ვხვდებით 3 განსხვავებულ იდეას ადამიანის შესახებ. ბიბლიური იდეის მიხედვით ადამიანი ღვთის ხატადაა შექმნილი. ამას შეიძლება ვუწოდოთ ანთროპოლოგია ზემოდან. ფილოსოფიური იდეიის მიხედვით ადამიანი გონებით დაჯილდოებული ცოცხალი არსებაა. საბუნებიმეტყველო მეცნიერების იდეეის მიხედვით ადამიანი წარმოიშვა ბუნების ევოლუციის გარკვეულ საფეხურზე და ის არის განვითარებული ცხოველი. ის არის იარაღის მკეთებელი ადამიანი. ამ გზას ეწოდება ანთროპოლოგია ქვევიდან. ადამიანის შესახებ აღსანიშნავია მაქს შილერის ნაშრომი „ადამიანის ადგილი კოსმოსში.“ მარტინ ჰაიდეგერი და მაქს შილერი აკრიტიკებენ ადამიანს, როგორც ევოლუციის პროდუქტს, რადგან, მათი აზრით, თუ ადამიანს ერთხელ ვუწოდეთ ცხოველი, ის მუდამ დარჩება ცხოველად. ისინი ცხოველისა და ადამიანის განმასხვავებლად ასახელებენ პერსონას, რომელსაც საუკუნეების განმავლობაში განსხვავებული განსაზღვრება ჰქონდა. პერსონის იდეა კი ქრისტეს დროს წარმოიშვა. პიროვნება არის ღვთიური ელემენტი ადამიანში. Nos Extra Nos გულისხმობს, რომ ადამიანში მუდამ არის რაღაც, რაც მეტია ვიდრე თვით ადამიანი. ტრანცენდირება (გადაბიჯება) აჩენს უფსკრულს ცხოველსა და ადამიანს შორის. ადამიანი სწორედ პერსონაგონითი აქტებით გადააბიჯებს ბუნებრივი სიცოცხლის მიღმა, მარადისობაში. პიროვნების არსის გაებაში მიმართულების ფუძემდებელია ჯონ ლოკი. იგი ნაშრომში „ადამიანის ბუნების შესახებ“ მას წარმოაჩენს, როგორც ცხოველის განსაკუთრებულ სახეობას. პიროვნება არის ღვთიური ელემენტი ადამიანში და ღვთის ხატი. ის არ შეიძლება, იყოს სამყაროს ნაწილი, სიცოცხლის ნაწილი, ის სიცოცხლეზე აღმატებულია. პერსონა არის გონებრივი აქტების ცენტრი. პერსონა გონებრივი აქტების გზით გადააბიჯებს ბუნების მიღმა ანუ მარადისობაში. ასევე არსებობს პარადოქსული შეხედულებები თვით პიროვნების გააზრების შესახებ, არის თუ არა ოდესღაც არსებული პიროვნება, რომელმაც თუნდაც დაკარგა მეხსიერება, დარჩება ის თუ არა იგივე პიროვნებად რაც იყო? ვინ შეიძლება ჩაითვალოს პიროვნებად და ვინ არა? რთულია ასეთ შემთხვევებში ვისაუბროთ ადამიანის დეფინიციასა და მისი ბუნების განსაზღვრაზე. იმანუელ კანტი ამბობდა: პერსონა იურიდიული და ეთიკური მნიშვნელობით არის უფლებებისა და მოვალეობების სუბიექტი, საკუთარ ქცევაზე პასუხისმგებლობის უნარის მქონე თავისუფალი არსება, რომელიც თავის თავს უქვემდებარებს მორალურ კანონებს, რომელიც საბოლოო მიზანია მიზანია ბუნებისა და სამყაროში.
0