ადამიანი-ობობა "AVENGERS"-ში ექსკლუზიურად PS4 და PS5 პლატფორმებზე გამოჩნდება

0
Sony და Square Enix ადამიან ობობას მაინც დაამატებენ «შურისმაძიებლების» თამაშში — აი რა გაირკვა მას შემდეგ, რაც ინფორმაცია ინტერნეტში ჭორის სახით გავრცელდა. დეველოპერებმა ჭორები დაადასტურეს და განაცხადეს, რომ გმირი 2021 წლის დასაწყისში ექსკლუზიურად მხოლოდ PS4 და PS5 პლატფორმებზე გამოჩნდება. სამწუხაროდ Crystal Dynamics-ის გუნდი ჯერჯერობით არ ჩქარობს რაიმე სიახლის შესახებ ინფორმაციის გავრცელებას, თუმცა ისინი, რა თქმა უნდა, ბედნიერები არიან იმის გამო რომ ყველაზე პოპულარულ სუპერგმირთან მოუწიათ მუშაობა. ადამიანი-ობობას გამოჩენის გარდა კომპანიამ ასევე დააანონსა სხვადასხვა კოსტუმი, რომელიც მისიების შესრულების შემდეგ იქნება ხელმისაწვდომი. "Avengers"-ის თამაში 4 სექტემბერს PS4, Xbox One და PC პლატფორმებე გამოვა, წლის ბოლოს კი იგი PS5 და Xbox Series X-ზე განახლდება. თამაშის სამ ეტაპიანი ტესტირება დაიწყება 7 აგვისტოს.
#playstation5
#spiderman
#egamers
#egamer
#games
0