0
თსუ-ს რექტორის ახალი ინიციატივა- დამსაქმებლებმა, დასაქმებულ სტუდენტებს შეღავათები გაუწიონ. ვლადიმერ პაპავას თქმით, სტუდენტების უმრავლესობა სწავლის პარალელურად მუშაობს, სამუშაო გრაფიკი კი მათზე მორგებული არ არის. სწავლის პროცესის უმეტესი ნაწილის გამოტოვებასთან ერთად, მათ ხშირად ფინალური თუ დამატებითი გამოცდების გაცდენაც უწევთ. “თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის” რექტორი გიორგი შარვაშიძე დასაქმებული სტუდენტებისთვის დამსაქმებლებისგან შეღავათების დაწესებას ითხოვს. მან პარლამენტს შესაბამისი საკანონმდებლო წინადადებით უკვე მიმართა, რომელიც „შრომის კოდექსში“ ცვლილებებს ითვალისწინებს. გიორგი შარვაშიძის თქმით, სამსახურეობრივი მოვალეობის გამო ხშირად სტუდენტები ვერ ცხადდებიან ვერც ძირითადი და ვერც დამატებითი გამოცდების პერიოდში. გამოცდების დანიშვნას კი მათთვის ხელსაყრელ თარიღებში ითხოვენ, ძირითადად საღამოს საათებში ან უქმე დღებში, რაც სასწავლო პროცესის ორგანიზებას ართულებს. საკანონმდებლო წინადადების თანახმად დამსაქმებელი ვალდებული იქნება პროფესიული თუ უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტს, ასევე ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ან მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული პირს, გაუწიოს შეღავათი და ხელი არ შეუშალოს განათლების სრულყოფილად მიღებაში. პარლამენტში აღნიშნულ ინიციატივას უახლოეს მომავალში განიხილავენ.
#თბილისი
#თსუ
#რექტორი
#ვლადიმერ
#პაპავა
#სტუდენტები
#დასაქმება
#tbilisidaily
#news
0