"მშვიდობის მონუმენტი" - ე.წ. რუსეთისა და საქართველოს მეგობრობის სიმბოლო

0

მოზაიკებიანი მშვიდობის მონუმენტისა და მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაცია გუდაურში

სამთო-სათხილამურო კურორტი გუდაური თბილისიდან 120 კმ-ში, ზღვის დონიდან 2196 მ სიმაღლეზე მდებარეობს.
კავკასიონის სამხრეთ ფერდობებზე შეფენილი ეს სოფელი დედაქალაქთან სიახლოვით, საინტერესო სასრიალო ტრასებითა და შთამბეჭდავი ხედებით გამოირჩევა, სადაც ტურისტების რაოდენობა ყოველწლიურად მატულობს. სათხილამურო სეზონზე, რომელიც ნოემბრის ბოლოდან იწყება და აპრილამდე გრძელდება, გუდაური სრული დატვირთვით მუშაობს. სასტუმრო, კაფე და რესტორნები ამ დროს ყველაზე აქტუალური ხდება, მოთხოვნა კი კომფორტული და საინტერესო ადგილებისა უფრო და უფრო იზრდება.
გუდაურიდან 3, 6 კმ-ში მდებარეობს „მშვიდობის მონუმენტი“, რომლის ფორმებიც გამოჩენილ ქართველ არქიტექტორ გიორგი (გოგი) ჩახავს ეკუთვნის. გოგი ჩახავასივეა საკულტო შენობა „გზათა მშენებლობის სამინისტრო“ თბილისში (ახლანდელი საქ. ბანკის სათაო ოფისი).
მონუმენტი 1983 წელს, საბჭოთა კავშირის საქართველოში აშენდა. ის საქართველო-რუსეთის მეგობრობის 200 წლისთავს მიეძღვნა. ნაგებობა საბჭოური მოდერნიზმის ერთ-ერთი საინტერესო ნიმუშია და თავისი ფორმების, ზომისა და ფერადი მოზაიკის გამო დღემდე მუდმივ ყურადღების ცენტრშია.
მონუმენტი 1217 ფილისგან შედგება, ზომებით 60x70 სმ, რომელზეც ცნობილმა მხატვარ-დიზაინერმა ნოდარ მალაზონიამ იმუშავა. ამჟამად, გარკვეული რაოდენობა ფილებისა დაკარგულია, ისინი რეაბილიტაციის შემდეგ იდენტური ტექნიკით დამზადებული მოზაიკური ფილებით აღდგება.
მონუმენტი გზიდან მოშორებით ამაღლებულ ბორცვზე მდებარეობს, საიდანაც შთამბეჭდავი ხედები იშლება ხეობასა და მთების მასივზე. ადგილი ერთნაირად მიმზიდველია წელიწადის ყველა დროს. ზაფხულის ხასხასა მწვანე ფერს, ზამთრის სითეთრე უკვე ოქტომბრიდან ცვლის და აპრილის ბოლომდე გრძელდება. მონუმენტი საინტერესოა თავისი ფორმებით: მონოტონური თაღედი ჰარმონიას ქმნის მთების ფორმებთან, ხოლო ფერადი მოზაიკა, რომელზეც ცნობილმა მხატვარ-დიზაინერმა ნოდარ მალაზონიამ იმუშავა, აბსოლიტურ კონტრასტშია გარემოსთან და ყურადღებას პირველივე ნახვიდან იპყრობს.
„მშვიდობის მონუმენტი არა მხოლოდ საინტერესო და ლამაზი კონსტრუქცია, არამედ ღირებული ნაგებობაცაა, რომელზეც გამორჩეულმა ქართველებმა იმუშავეს. ის საბჭოთა მოდერნიზმის მნიშვნელოვანი არქიტექტურული ნუმუშია და მისი მნიშვნელობა კიდევ უფრო ნათელი გახდა, როდესაც მსოფლიოში ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა გამოცემა „ტაშენმა” (TASCHEN) ის თავის წიგნში: “CCCP – Cosmic Communist Constructions Photographed“ გამოქვეყნა.
2017 წელს მონუმეტის რეკონსტრუქცია - განახლებაზე იდააფ არქიტექტორებმა იმუშავეს. აქვე წარმოგიდგენთ მათი პროექტის რენდერებს. Architect: Giorgi Chakhava Mosaic: Nodar Malazonia Courtesy of Idaaf Architects
შენობა, როგორც არქიტექტურული ნამუშევარი, ძალიან საინტერესოა, თუმცა რამდენადაა ის რუსეთი-საქართველოს მშვიდობის სიმბოლო და საერთოდ გვაქვს თუ არა მშვიდობა ერთმორწმუნე მეგობრებისგან, ჯერ კიდევ კითხვის ნიშნის ქვეშაა. განახლებული პროექტი:
ინტერიერი:
წყარო - http://idaaf.com მეტი იდააფ არქიტექტორების შესახებ: www.idaafarchitects.com მეტი საქსონ მენეჯმენტის შესახებ: www.saxon.ge პოსტის ავტორი: მარიამ თოფურია / მომო
#ახალიამბები
#პოლიტიკა
#ხელოვნება
#მოგზაურობა
#დიზაინი
#დიზაინერები
#არქიტექტურა
#არქიტექტორი
#განახლება
#ინტერიერი
#ინტერიერისდიზაინი
#მონუმენტი
#რუსეთი
#საქართველო
#სიმბოლო
#მეგობრობა
#ერთმორწმუნე
0