თბილისში საცობების შესამცირებლად „ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემა“ დაინერგება.
თბილისში საცობებისგან გასათავისუფლებლად „ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემა“ დაინერგება. მერიის ცნობით, პროექტი გერმანიის მთავრობის მხარდაჭერითა და კონსულტაციებით ხორციელდება. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა ხელს შეუწყობს გზებზე ტრანსპორტის გამტარიანობის გაზრდას, საცობების შემცირებას, გადაადგილებას საჯარო ტრანსპორტის უპირატესობის მიღწევას, საგზაო უსაფრთხოებასა და ჰაერის დაბინძურების შემცირებას.
მერის მოადგილის, მაია ბითაძის თქმით, „ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემის“ დასანერგად ტექნოლოგიების შესყიდვას თბილისის მუნიციპალიტეტი მომავალი თვიდან დაიწყებს.
#თბილისი
#თბილისისმერია
#მერია
#მაია
#ბითაძე
#ტექნოლოგიები
#ჭკვიანისატრანსპორტოსისტემა
#tbilisidaily
#news