164 Views
Tbilisi Daily
Tbilisi · 7 months ago

Ryanair: თბილისი - “2020 წლის საუკეთესო მიმართულება”.

თბილისმა Ryanair-ის ინსტაგრამ-გამოკითხვაში გაიმარჯვა.

გამოკითხვაში თბილისი თავდაპირველად 8 საუკეთესო მიმართულებას შორის მოხვდა, რის შემდეგაც დაამარცხა რომი, 48%-ით ჩამოიტოვა საბერძნეთის კურორტი სანტორინი, საგრძნობი უპირატესობით კონკურს მიღმა დატოვა პარიზი, პაექრობიდან გამოთიშა ლონდონი და 80% აიღო მალიორკასთან ჭიდილში. ფინალურ ეტაპზე ჯერი ესპანეთის უმშვენიერეს ქალაქ ბარსელონაზე მიდგა. საქართველოს დედაქალაქმა არც გადამწყვეტ ორთაბრძოლაში დათმო ლიდერის პოზიცია და საბოლოოდ 2020 წლის საუკეთესო მიმართულების გამარჯვებული გახდა. გამოკითხვის შედეგად, თბილისმა 83% აიღო, ბარსელონამ კი 17%.

შეგახსენებთ, რომ ავიაკომპანია Ryanair-მა Instagram სთორიში გამოკითხვა მოგზაურებისთვის 2020 წელს აუცილებლად მოსანახულებელი ადგილის გამოსავლენად ჩაატარა. ევროპის ულამაზეს ქალაქებს შორის შეჯიბრი რამდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. მასში საკუთარი აზრის დაფიქსირება ნებისმიერ მსურველს ყოველგვარი ბარიერის გარეშე შეეძლო.

#თბილისი #საქართველო #ryanair #ევროპა #საუკეთესო #ქალაქი #მიმართულება #ბარსელონა #სანტორინი #პარიზი #რომი #tbilisidaily #news #goodplaces
Tbilisi Daily
Tbilisi · 7 months ago
14
Write a comment