0
ჩინეთში გავრცელებული ახალი კორონავირუსის გამო, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან ტურისტების ნაწილი აზიის მიმართულებით მოგზაურობისგან თავს იკავებს. „ბიზნესპრესნიუსი“ დაინტრესდა, რა სიტუაციაა ქართველ ტურისტებში და ხდება თუ არა ჯავშნების გაუქმება. როგორც ტურ-ოპერატორებმა ჩვენთან საუბრისას განაცხადეს, მღელვარება შეინიშნება, თუმცა ჯავშნებს არ აუქმებენ. როგორც ტურისტულ სააგენტო Good travel-ში განაცხადეს, აზიის მიმართულებით ტურების გაუქმების შემთხვევები არ ქონიათ. „მგზავრები ცოტას ნერვიულობენ და თავს იკავებენ, თუმცა გაუქმების შემთხვევა არ გვქონია. ზოგადად, ამ მიმართულებით ცოტა შემცირებულია, მაგრამ კორონავირუსის გამო არა. იქიდან გამომდინარე, რომ ეს მიმართულებები ძვირია, უფრო ნაკლებად ირჩევენ ხოლმე. თვითონ ვინც იქ ცხოვრობს, ამბობენ, რომ იქ უფრო სიმშვიდეა და პანიკა არ არის. თუმცა ნებისმიერი, ასეთი ფაქტი, რომ ვირუსი არსებობს, ტურიზმის შეფერხების მიზეზია. ევროპა ნებისმიერ პერიოდში ძალიან აქტიურია. ასევე ყოველთვის მოთხოვნადია ეგვიპტე, ასევე ტაილანდიც შეემატება, რადგან პირდაპირი რეისები ემატება“ - განაცხადეს კომპანიაში. oktravel -ის მენეჯერი სალომე ხოშაბაევი „ბიზნესპრენიუსთან“ საუბრისას აცხადებს, რომ კორონავირუსს ტურიზმზე არ უმოქმედია. „ზოგადად, ამ მიმართულებით მოთხოვნა ძალიან მაღალი არ არის. თუმცა ამ პერიოდშიც ტურები იმართება, ჯავშნები არავის არ გაუუქმებია. გვაქვს ინდონეზია, ტაილანდი, შრი ლანკას მიმართულებები. უფრო მეტად შრი-ლანკას ირჩევენ, რადგან შედარებით დაბალბიუჯეტიანი მიმართულებაა, თითქმის ეგვიპტის ტარიფებს უტოლდება“, - განაცხადა ხოშაბაევმა. როგორც Milky way travel -ის ტურ-ოპერატომა მარიამ მახარაძემ „ბიზნესპრენიუსთან“ საუბრისას განაცხადა, ორი შემთხვევა დაფიქსირდა, როცა კორონავირუსის გამო მოგზაურობა გადადეს და თანაც არა აზიის, ევროპის მიმართულებით. „როგორც ინფორმაცია მაქვს, ამ ეტაპზე აბსოლუტურად ყველა ქვეყანა რისკ ქვეყნებში შედის კორონავირუსის გავრცელების გამო. ამიტომ მაინცდამაინც აზიაში გაუქმების შემთხვევა არ გვქონია. გვქონდა შემთხვევა, როცა ვენეციის კარნავალოს ტურზე ორი ადამიანი გამოგვაკლდა. მათ სახლში დარჩენა ამჯობინეს. ზოგადად ჩვენი კლიენტები ძირითადად გოას და ტაილანდით ინტერესდებიან. და ყველაზე აქტიური სეზონი გაზაფხული და შემოდგომაა. ზაფხულში ამ მიმართულებებზე ძირითადად წვიმს“, - აცხადებენ Milky way travel-ში. ავტორი: ლიკა ამირაშვილი P.s.სტატია ჩვენა არ გვეკუთვნის. სტატია გამოქვეყნებულია bpn.ge-ს მიერ.
#news
0