0
საქართველოში ვაზისა და ღვინის კულტურული ცენტრი აშენდება. “საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს” ახალი ცენტრი მცხეთაში მრავალწლოვანი კულტურების საკვლევ-სადემონსტრაციო ბაზაზე აშენდება. ახალი კულტურის ცენტრში ვაზისა და ღვინის სამუზეუმო კუთხის განთავსება იგეგმება. ასევე მოეწყობა ლაბორატორიული, საკონფერენციო და საოფისე სივრცეები. ახალ შენობას თავისი მარანი და ენოთეკაც ექნება. „ვაზის ხარისხიანი ნერგით ბაზრის უზრუნველსაყოფად, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი სარგავი მასალის სერტიფიცირების პროცესს 2019 წლიდან ახორციელებს. სერტიფიცირების სისტემა ხელს შეუწყობს ადგილობრივი ჯიშების პოპულარიზაციას და მათ გავრცელებას ადგილწარმოშობის ზონებში. გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) პროექტის „ევროკავშირის ინოვაციური პროექტი საქართველოში კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობისთვის“ დახმარებით, ჯიღაურას ბაზაზე შეიქმნება მაღალი კატეგორიის სადედე ნარგაობები, რაც ხელს შეუწყობს ფერმერთა სადედე მასალით მომარაგებას.“- ნათქვამია სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადებაში.
#საქართველო
#ვაზი
#ღვინო
#FAO
#ცენტრი
#კულტურულიცენტრი
#სოფლისმეურნეობისსამინისტრო
#tbilisidaily
#news
0