ქუთაისის მერიის მხარდაჭერით SOS ბავშვთა სოფლის „ქუთაისის“ აღსაზრდელები დენდროლოგიურ პარკს ესტუმრნენ
101 Views
Kutaisi Daily
Kutaisi · 1 month ago

ქუთაისის მერიის მხარდაჭერით SOS ბავშვთა სოფლის „ქუთაისის“ აღსაზრდელები შეკვეთილის დენდროლოგიურ პარკს ესტუმრნენ.

ბავშვებმა დაათვალიერეს ახლადგახსნილი პარკი, გაეცნენ ფლორის და ფაუნის ეგზოტიკურ წარმომადგენლებს. ბავშვთა სოფლის ბენეფიციარებთან ერთად შეკვეთილში იმყოფებოდა ქუთაისის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი პეტრე ადამაძე. „ ეს ღონისძიება განკუთვნილი იყო SOS ბავშვთა სოფელ „ქუთაისის“ პროგრამის ალტერნატიული ზრუნვის ბენეფიციარებისთვის. გვინდოდა, ბავშვებისთვის გვეჩუქებინა ლამაზი, დასამახსოვრებელი დღე. ამასთანავე, ხელი უნდა შევუწყოთ ადგილობრივი , შიდა ტურიზმის განვითარებას.“ - განაცხადა პეტრე ადამაძემ. „ძალიან გვიხარია, რომ დღევანდელი დღე აჩუქა ქუთაისის მერიამ ჩვენს ბავშვებს, რომლებსაც დიდი ხანია უნდოდათ დენდროლოგიური პარკის დათვალიერება. ბავშვების სოციალიზაციისათვის უმნიშვნელოვანესია ასეთი ღონისძიებები.

აღფრთოვანებულები არიან ნანახით, ემოციებს და შთაბეჭდილებებს ვერ მალავენ. დიდი მადლობა ჩვენი ქალაქის მერიას ამ საჩუქრისთვის“- ამბობს ხათუნა გოგიძე, SOS ბავშვთა სოფელ „ქუთაისის“ განათლების პროგრამის კოორდინატორი. შეკვეთილის დენდროლოგიური პარკი, თავისი უნიკალური კოლექციით და ორიგინალური განაშენიანებით, საუკეთესო გარემო აღმოჩნდა იმისთვის, რომ ბავშვებს ბიომრავალფეროვნება კარგად შეეგრძნოთ და ეს ერთი დღე საინტერესოდ და სასიამოვნოდ გაეტარებინათ.

________________

თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე.

Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.

#სიახლე #kutaisidaily #მოგზაურობა #ხელოვნება #ახალიამბები
Kutaisi Daily
Kutaisi · 1 month ago
1
Write a comment
Similar Posts