0
პროფესიული კავშირების გაერთიანებამ ტელეკომპანია „იბერიას“ საქალაქო სასამართლოში საქმე მოუგო. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დავა უკვე 1 წელია მიმდინარეობს. ტელეკომპანიის თანამშრომლები სამსახურიდან გაუფრთხილებლად 2018 წლის ოქტომბრის თვეში გაათავისუფლეს. ტელეკომპანიისთვის დაკისრებულმა თანხამ 77 000, 00 ლარი შეადგინა. მათივე ინფორმაციით, ყოფილი თანამშრომლები ტელეკომპანიისგან კომპენსაციის გადახდასა და ნამუშევარი 6 დღის ანაზღაურებას მოითხოვენ. ამჟამად, „იბერიას“ ყოფილი 33 თანამშრომლის ინტერესებს საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება იცავს. გადავხედოთ პრეისტორიას, როგორ მოვიდა 1996 წელს დაფუძნებული ტელეკომპანია აქამდე? კომპანიამ მეპატრონე რამდენჯერმე გამოიცვალა. 2004 წელს შპს „იბერია ტვ“ გაიყო ორ სუბიექტად, რომლის სამართალმემკვიდრეებად გამოცხადდნენ შპს „ტელეკომპანია აისი“ ტელელიცენზიის ნაწილში და შპს „იბერია TV“-ი, რომელსათ მთელი დარჩენილი ქონება გადაეცა. 2012 წლიდან, ტელეკომპანია „აისი“, ტელეკომპანია "იმედის" მფლობელ კომპანიას „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპის“ საკუთრება ხდება. პატარკაციშვილების ოჯახმა „იმედის“ დაბრუნების შემდეგ, „აისის“ ლიცენზია „იბერიას“ სრულად გადასცა. არხმა განახლებული ეთერით მაუწყებლობა 2015 წელს დაიწყო. 2018 წელს ტელევიზიამ 2-ჯერ გაავრცელა საგანგებო განცხადება. განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ , , იბერიას“ ხელისუფლებამ გადაუკეტა დაფინანსების მთავარი წყარო. რომ კომპანია , , ომეგა ჯგუფი“, რომლის შემადგენლობაშიც შედის ტელეკომპანია , , იბერია“ სრულად პარალიზებულია. საბოლოოდ, “იბერიამ” მაუწყებლობა 2018 წლის ოქტომბერში შეწყვიტა. კომპანიის მენეჯმენტი აღნიშნულში დღემდე საქართველოს მთავრობას ადანაშაულებს. დღეს იგივე ტელევიზიის კიდევ ერთი ოპოზიციური ტელეკომპანია, „მთავარი არხი“ მაუწყებლობს.
#თბილისი
#საქართველო
#ტელეკომპანია
#იბერია
#მთავრობა
#მთავარი
#არხი
#tbilisidaily
#news
0